შსს: გამოძიება არჩევნების დღეს ინციდენტებზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. ამის თაობაზე ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.
„საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით თითოეულ ფაქტზე პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით - 2000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა.
როგორც კოვზიაშვილმა აღნიშნა, 2 ოქტომბერს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს, მათ შორის მარნეულში - 3 პირი, ასპინძაში - 2, ლანჩხუთში - 1 და თბილისში – 1 პირი.
ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ძალადობის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, კიბერშეტევის, არაერთგზის ხმის მიცემის და სხვა ფაქტებზე.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს
„საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა“, - განაცხადა კოვზიაშვილმა
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ყველა ახალი ამბავი
0