Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების შედეგების შეაჯამა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების პოლიტიკური ნება. ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები.
საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩიეს.
„წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეგვატყობინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოვითხოვეთ“, - წერია განცხადებაში.
დაკვირვებლების განცხადებით, ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნებებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასევე დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
GUAM-ის შეფასება: არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა, რაც მისივე პრაქტიკის გაუარესებაა.
ქვეყნის მოსახლეობა 2 ოქტომბრის არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებსა და ამდენიმე მერს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
64 მერის სავარძლისთვის რვა დამოუკიდებელი და 21 პარტიის მიერ დასახელებული 231 კანდიდატი იბრძვის. იმისთვის, რომ მერი გახდეს, კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0