https://sputnik-georgia.com/20211003/ras-wers-mixeil-saakasvili-cixidan-nika-melias-260179136.html
რას წერს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ნიკა მელიას
რას წერს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ნიკა მელიას
Sputnik საქართველო
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, ის სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T22:02+0400
2021-10-03T22:02+0400
2021-10-03T22:02+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/99/239109953_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_92cafc7bfa0078f0ac78a9fde9abdde6.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლა რუსთავის ციხეში იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას წერილი გამოუგზავნა.მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.„ნიკა, ძვირფასო, მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა“, - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის facebook-გვერდზე გავრცელდა.„ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად“, - აღნიშნულია წერილში.წერილში აღნიშნულია, რომ ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ყველა დიდი ქალაქი, „ნაცმოძრაობა“ აღარ უნდა მოეშვას 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეს.არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ“, - ნათქვამია წერილში.თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.დედაქალაქის მერის პოსტის დასაკავებლად , „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელია იბრძოლებენ.ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერების არჩევნების მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.მერობის კანდიდატებმა არჩევნებზე ხმათა 50%–ზე მეტი უნდა დააგროვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება მეორე ტური.ჯერჯერობით მერობისათვის ბრძოლა მეორე ტურში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კანდიდატებს დედაქალაქის გარდა მოუწევთ ასევე თელავში, რუსთავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, წყალტუბოში, ქუთაისში , ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, მარტვილში, ხობში წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ფოთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ბაღდათში.დანარჩენ 44 მუნიციპალიტეტში კი, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
https://sputnik-georgia.com/20211003/raribasvilma-saakasvilis-winaarmdeg-sokismomgvreli-braldeba-gaajrera-260178676.html
https://sputnik-georgia.com/20211003/policielebma-saakasvilis-dakavebis-dros-mastan-selfi-gadaires-260178466.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/99/239109953_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_285d425c29ae6d755dbc1f63a454973a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი
რას წერს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ნიკა მელიას
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, ის სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლა რუსთავის ციხეში იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას წერილი გამოუგზავნა.
მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.
„ნიკა, ძვირფასო, მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა“, - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის
facebook-გვერდზე გავრცელდა.
„ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად“, - აღნიშნულია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ყველა დიდი ქალაქი, „ნაცმოძრაობა“ აღარ უნდა მოეშვას 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეს.
„ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.
არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ“, - ნათქვამია წერილში.
თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
დედაქალაქის მერის პოსტის დასაკავებლად , „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელია იბრძოლებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერების არჩევნების მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
მერობის კანდიდატებმა არჩევნებზე ხმათა 50%–ზე მეტი უნდა დააგროვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება მეორე ტური.
ჯერჯერობით მერობისათვის ბრძოლა მეორე ტურში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კანდიდატებს დედაქალაქის გარდა მოუწევთ ასევე თელავში, რუსთავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, წყალტუბოში, ქუთაისში , ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, მარტვილში, ხობში წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ფოთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ბაღდათში.
დანარჩენ 44 მუნიციპალიტეტში კი, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.