https://sputnik-georgia.com/20211003/policielebma-saakasvilis-dakavebis-dros-mastan-selfi-gadaires-260178466.html
პოლიციელებმა სააკაშვილის დაკავების დროს მასთან სელფი გადაიღეს
პოლიციელებმა სააკაშვილის დაკავების დროს მასთან სელფი გადაიღეს
Sputnik საქართველო
ხერხეულიძემ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა და ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააცნო 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T21:29+0400
2021-10-03T21:29+0400
2021-10-03T21:29+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260103679_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_9a15d48ef313f5221c14259d6f3fc70b.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციელებმა, რომლებიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მასთან ერთად სელფი გადაიღეს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელიც კვირას რუსთავის ციხეში შეუშვეს.ხერხეულიძემ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა და ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააცნო, რადგან ყოფილ პრეზიდენტს საკანში ტელევიზორიც არ აქვს და ახალი ამბების გაცნობის საშუალება არ გააჩნია.მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.ექს-პრეზიდენტს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძენმა იყო გამოცხადებული, სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ დააკავებდნენ მას საზღვრის გადალახვისთანავე.კერძოდ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
https://sputnik-georgia.com/20211003/saakasvili-saqartvelosi-traileris-mzrolma-camoiyvana-mediis-axali-versia-260176112.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260103679_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_5cca712ca33dad171645cd9f76c28662.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პოლიციელებმა სააკაშვილის დაკავების დროს მასთან სელფი გადაიღეს
ხერხეულიძემ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა და ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააცნო
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციელებმა, რომლებიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მასთან ერთად სელფი გადაიღეს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელიც კვირას რუსთავის ციხეში შეუშვეს.
ხერხეულიძემ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა და ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააცნო, რადგან ყოფილ პრეზიდენტს საკანში ტელევიზორიც არ აქვს და ახალი ამბების გაცნობის საშუალება არ გააჩნია.
„სააკაშვილმა თქვა, რომ უხეში დამოკიდებულება არ ჰქონიათ მასთან პოლიციას, ძალიან კარგად იქცეოდნენ. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართაც აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. თქვა, რომ ყველამ, ვინც შევიდა მის ასაყვანად, ყველამ გადაიღო მასთან სელფი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხერხეულიძემ.
მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.
ექს-პრეზიდენტს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძენმა იყო გამოცხადებული, სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ დააკავებდნენ მას საზღვრის გადალახვისთანავე.
კერძოდ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.