https://sputnik-georgia.com/20211001/carkvianis-mimartva-saakasvils-260102662.html
„პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო“: თაკო ჩარკვიანის მიმართვა მიხეილ სააკაშვილს
„პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო“: თაკო ჩარკვიანის მიმართვა მიხეილ სააკაშვილს
Sputnik საქართველო
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T23:00+0400
2021-10-01T23:00+0400
2021-10-01T23:07+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0b/249422181_0:26:1539:892_1920x0_80_0_0_5fc9f336d34cd8498ef4d2a6e0458d51.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმიანება.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, სანზონაში, ქვიშხეთის №2-ში დააკავეს, იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.„ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის — სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ! თქვა — ჩამოვიდა“, — წერს ჩარკვიანი.მან მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ წონასწორობა და იბრძოლონ ღირსებისთვის.დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათი იყო მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიური ალასანიასთან ერთად გეგმავდა.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211001/salome-zurabisvili-saakasvilis-sewyalebaze-260101952.html
https://sputnik-georgia.com/20211001/sandra-rulovsis-komantari-260100466.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0b/249422181_158:0:1381:917_1920x0_80_0_0_ccea1ef0c6b9b790abc8d7624408d6d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
„პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო“: თაკო ჩარკვიანის მიმართვა მიხეილ სააკაშვილს
23:00 01.10.2021 (განახლებულია: 23:07 01.10.2021) 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ
„ფეისბუქში“ ეხმიანება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, სანზონაში, ქვიშხეთის №2-ში დააკავეს, იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის — სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ! თქვა — ჩამოვიდა“, — წერს ჩარკვიანი.
მან მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ წონასწორობა და იბრძოლონ ღირსებისთვის.
„სააკაშვილმა არავინ შეაწუხა, ყველა დაინდო. ვაჟკაცურად და ღირსეულად მოიქცა, ისე როგორც ძლიერ ლიდერებს სჩვევიათ ისტორიულად. ბოლომდე შენს-თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ, ასიათასობით მხარდამჭერით, პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო. ხვალ ჯერ არჩევებზე... შემდეგ კი ვიცით, ღირსება რა არის, მოქალაქეებმა“, — წერს ჩარკვიანი.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათი იყო მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიური ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.