სანდრა რულოვსი: მან შეასრულა დაპირება, მიშა გამარჯვებულია

© photo: Sputnikსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მეუღლის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ეხმიანება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში რაიონში აიყვანეს.

„მან შეასრულა თავისი დაპირება. მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა, რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება. ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი — ყველა რეფერენდუმზე! მიშა გამარჯვებულია“, — წერს რულოვსი.

დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
მიხეილ სააკაშვილი ცოლთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„გვინდა ყველას ვუთხრათ...“ – მიხეილ სააკაშვილმა მეორე ცოლი მოიყვანა – ვიდეო
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0