პრემიერი გრიგოლ ლილუაშვილის მუშაობით კმაყოფილია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება პრესაში გამოჟონილი ფარული მიყურადების მასალების ავთენტიკურობის დადგენისა და წარმომავლობის კუთხით.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალიან ღირსეული ადამიანი ხელმძღვანელობს – ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის კითხვაზე, რომელიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატებისა და მღვდელმსახურების ფარული მიყურადების სკანდალს უკავშირდება.
ფარული მიყურადების ამსახველი ფაილები ოპოზიციურმა ტელეარხებმა არჩევნების წინ გამოაქვეყნეს. მასმედიის მონაცემებით, ინფორმაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.
„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პატრიოტიზმისა და ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს
მთავრობის მეთაურმა ყველას და მათ შორის ჟურნალისტებს მოუწოდა, როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტზე, როგორიც უსაფრთხოების სამსახურია, ასევე მის თანამშრომლებზე, რომლებიც ქვეყანას 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან, უზრუნველყოფენ მოსახლეობის უშიშროებასა და სიმშვიდეს, მეტი პატივისცემით ისაუბრონ მათზე.
„ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას, რა იყო აქედან, შესაძლოა, კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროკურატურამ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ფარული მიყურადების საქმეზე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევის მუხლით. დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
წაიკითხეთ ასევე:
„სპეკულაციებისთვის ადგილი აღარ დარჩება“: მდინარაძე ფარული მიყურადების საქმეზე
დიპლომატების ფარული თვალთვალის სკანდალი: საგარეო უწყებამ კარლ ჰარცელს უპასუხა
სკანდალი დიპლომატების მიყურადების საქმეზე ბრიუსელამდე მივიდა
პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ
ყველა ახალი ამბავი
0