პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უკვე დაიწყო.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასაშუალებებში სასულიერო პირების ფარული თვალთვალის მასალების გავრცელება.

„ეს არის ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა და სააკაშვილის მიერ მოწყობილი შეთქმულება. სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც. მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიისა და მღვდელმთავრების წინააღმდეგ და მათი დისკრედიტაციის მცდელობა. ეს არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც არის დაუშვებელი და სახელმწიფო ყველას კანონის სახელით გასცემს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დამუშავდება ყველა ვერსია, მათ შორის საქმესთან ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კავშირის ვერსია.
წირვა სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
სასულიერო პირების ფარული თვალთვალი - ახალი სკანდალი საქართველოში
„სხვათა შორის, სუსში იგი (ხოჯევანიშვილი) კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს და, რა თქმა უნდა, წვდომა ჰქონდათ დიდ ინფორმაციაზე, მათ შორის – მიყურადების სამსახურის ინფორმაციაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ არ სურს აღნიშნული თემით სპეკულირება და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება.
„გამოძიება დაადგენს – ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ ჩვენ საქმე გვაქვს კიდევ უფრო მძიმე დანაშაულთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი
ქართველი სასულიერო პირების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. მასმედიის ვერსიით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეკომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის თვალთვალზე და 3 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.
საქართველოს პრკურატურის–შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ვინ უსმენს სასულიერო პირებს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს.
ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო.
ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები მასმედიას მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა. არხი ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფაილები მიაწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0