სასულიერო პირების ფარული თვალთვალი - ახალი სკანდალი საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerწირვა სამებაში
წირვა სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ოპოზიციურმა ტელეარხმა გამოაქვეყნა ქართველი მღვდელმსახურების მაკომპრომეტირებელი ფარული აუდიოჩანაწერები
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები, ნათქვამია უწყების მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციურმა ტელეარხმა „ტვ პირველი“ გუშინ გაავრცელა ქართველი სასულიერო პირების საუბრის აუდიოჩანაწერები. მასმედიის მონაცემებით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებს გადასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოხელემ. საუბარია 100-ზე მეტი სასულიერო პირის თვალთვალზე და სამი ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით.
„პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე... მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩანაწერების ეთერში ჩვენებას ყველა ოპოზიციური არხი არ დასთანხმებია. მაგალითად, „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არ გამოაქვეყნებს სასულიერო პირების საუბრების ჩანაწერებს.
ფარულ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს უკანონო თვალთვალისგან დაიცავს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, ინფორმაციის გაჟონვასა და ეკლესიის დისკრედიტაციაში პირდაპირ დაადანაშაულა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერი მედიასაშუალებები.
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2019
საქართველოში სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის 1000-მდე ნებართვა გაიცა
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს. მან სახელმწიფოს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
„ტვ პირველის“ მიერ გაშიფრული ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო.
ყველა ახალი ამბავი
0