საქართველოში სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის 1000-მდე ნებართვა გაიცა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელთან შედარებით, 2018 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რიცხვი თითქმის გაორმაგდა

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სასამართლოებმა 2018 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის 927 ნებართვა გასცეს, რაც 2017 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია, ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაში.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც მძიმე დანაშაულებს იძიებენ, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ნებართვის მოპოვება შეუძლიათ. ამასთან ნებართვაში რამდენიმე ნომერი შეიძლება იყოს მითითებული.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის >>

საგამოძიებო ორგანოების ათასზე მეტი მოთხოვნიდან 2018 წელს საქართველოს სასამართლოებმა სრულად 927 და ნაწილობრივ 54 მოთხოვნა დააკმაყოფილეს. 2017 წელს 528 მოთხოვნიდან სასამართლოებმა სრულად 499 და ნაწილობრივ 22 მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

სატელეფონო საუბრების მოსმენის ნებართვები - ქალაქების ტოპ-ათეული

ქალაქი მოთხოვნილია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უარი ეთქვა
თბილისი 658 573 41 44
ქუთაისი 92 91 1 -
რუსთავი 65 57 4 4
ზუგდიდი 41 33 1 7
ახალციხე 33 29 - 4

 

რაც შეეხება 2018 წელს გაცემულ ნებართვებს, ყველაზე მეტი გაიცა თბილისში, შემდეგ ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში.

 

ყველა ახალი ამბავი
0