https://sputnik-georgia.com/20210914/vin-usmens-sasuliero-pirebs-prokuraturam-gamozieba-daiwyo-259591881.html
ვინ უსმენს სასულიერო პირებს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ვინ უსმენს სასულიერო პირებს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თითოეულ მოქალაქეს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T17:09+0400
2021-09-14T17:09+0400
2021-09-14T22:18+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა.საქართველოს პროკურატურა ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან.სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალიქართველი სასულიერო პირების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. მასმედიის ვერსიით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეკომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის თვალთვალზე და 3 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო.ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები მასმედიას მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა. არხი ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფოსტით ფაილები გაუგზავნა.
https://sputnik-georgia.com/20210913/sasuliero-pirebis-faruli-tvaltvali-axali-skandali-saqartvelosi-259564994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
ვინ უსმენს სასულიერო პირებს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
17:09 14.09.2021 (განახლებულია: 22:18 14.09.2021) საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თითოეულ მოქალაქეს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა.
„საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ამასთან, მოვუწოდებთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან.
სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი
ქართველი სასულიერო პირების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. მასმედიის ვერსიით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეკომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის თვალთვალზე და 3 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს.
13 სექტემბერი 2021, 20:13
ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო.
ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები მასმედიას მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა. არხი ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფოსტით ფაილები გაუგზავნა.