https://sputnik-georgia.com/20210930/erovnulma-bankma-6-mln-folari-gayida-260057383.html
ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა
Sputnik საქართველო
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონი ჩაატარა, სადაც ჯამში 332 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T19:29+0400
2021-09-30T19:29+0400
2021-09-30T22:29+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164699_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_fb0992d86f415a53a165f37b82fc3c21.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,1186 GEL/$1 შეადგინა, იუწყება ეროვნული ბანკი.მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონზე ამჯერად 60 მლნ დოლარი გაიტანა და მთლიანად გაყიდა.სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა>>ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.პარასკევს, 1 ოქტომბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,1189 GEL/$1 შეადგენს.მანამდე სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.ფინანსური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად: სსფ საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს>>სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.
https://sputnik-georgia.com/20210903/saqartvelos-savaluto-bazari-stabiluria-erovnuli-banki-259279258.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164699_520:0:2936:1812_1920x0_80_0_0_c07edd09d956d7ec581e74a180ed593b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა
19:29 30.09.2021 (განახლებულია: 22:29 30.09.2021) სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონი ჩაატარა, სადაც ჯამში 332 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,1186 GEL/$1 შეადგინა, იუწყება ეროვნული ბანკი.
მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონზე ამჯერად 60 მლნ დოლარი გაიტანა და მთლიანად გაყიდა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
პარასკევს, 1 ოქტომბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,1189 GEL/$1 შეადგენს.
მანამდე სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.
სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.
ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.