https://sputnik-georgia.com/20210903/saqartvelos-savaluto-bazari-stabiluria-erovnuli-banki-259279258.html
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ივლისში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში რეგულატორმა შვიდ აუქციონზე ჯამში 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T12:01+0400
2021-09-03T12:01+0400
2021-09-03T15:59+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/62/239266220_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_fd77e49578e9822d190258e8d7409f38.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 2021 წლის ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,6%-ით შემცირდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში. 2021 წლის ივლისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1616-დან 3,1288-მდე ანუ 2,1%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2,9%-ით გამყარდა.2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5,3%-ით გაიზარდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 0,8%-ით. ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი ინფლაცია მაღალი მხოლოდ თურქეთში იყო – 19,0%. დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა უკრაინაში – 10,2%, ბელარუსში – 9,8%, სომხეთში – 8,2%, რუსეთში – 6,5%, აზერბაიჯანში – 6,0%, აშშ-ში – 5,4% და ევროზონაში – 2,2%.ივლისში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში რეგულატორმა შვიდ აუქციონზე ჯამში 242,9 მლნ დოლარი გაყიდა.
https://sputnik-georgia.com/20210831/erovnulma-bankma-qveynis-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-259167527.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/62/239266220_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_b37aac06dd9aea8a8d0a6c7a12f5bb2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
12:01 03.09.2021 (განახლებულია: 15:59 03.09.2021) ივლისში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში რეგულატორმა შვიდ აუქციონზე ჯამში 242,9 მლნ დოლარი გაყიდა.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 2021 წლის ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,6%-ით შემცირდა, ნათქვამია
ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2021 წლის ივლისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1616-დან 3,1288-მდე ანუ 2,1%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2,9%-ით გამყარდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5,3%-ით გაიზარდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 0,8%-ით.
ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი ინფლაცია მაღალი მხოლოდ თურქეთში იყო – 19,0%. დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა უკრაინაში – 10,2%, ბელარუსში – 9,8%, სომხეთში – 8,2%, რუსეთში – 6,5%, აზერბაიჯანში – 6,0%, აშშ-ში – 5,4% და ევროზონაში – 2,2%.
ივლისში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში რეგულატორმა შვიდ აუქციონზე ჯამში 242,9 მლნ დოლარი გაყიდა.