https://sputnik-georgia.com/20210930/banerebis-omi-saqartvelosi-qucebsi-ivanisvilis-ferma-gamocndeba-260061638.html
ბანერების ომი საქართველოში: ქუჩებში „ივანიშვილის ფერმა“ გამოჩნდება
ბანერების ომი საქართველოში: ქუჩებში „ივანიშვილის ფერმა“ გამოჩნდება
Sputnik საქართველო
საქართველოში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა მატულობს, მხარეები ერთმანეთს სარეკლამო ბანერებით უპირისპირდებიან. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T20:53+0400
2021-09-30T20:53+0400
2021-09-30T23:02+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025207_0:0:3132:1762_1920x0_80_0_0_e02a09de85c44c8f31788479b9652627.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. კომპანია „ალმა“ მზად არის განათავსოს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ღორის დინგით არის გამოსახული.გუშინ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საკუთარ პოსტერს მიუტანს კომპანია „ალმას“, რათა ის ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე განათავსოს იმავე პირობებით, როგორც ე.წ. სისხლიანი ბანერებია გამოკრული. დღეს კი ოპოზიციური პარტიის წევრებმა გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ კომპანია „ალმას“ მიმართეს თხოვნით, განათავსოს ივანიშვილის პლაკატი სახელწოდებით „ცხოველთა ფერმა“.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ ოფიციალური წერილით მიმართა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას.„ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსისა თუ ვიზუალის შექმნა და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სრულიად სცილდება „ალმას" კომპეტენციას და ამაზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში, მპგ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული. ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერების განთავსება ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ პლაკატებთან საერთო არაფერი აქვთ.მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ქუჩებში წინასაარჩევნოდ განთავსებული სკანდალური ბანერები არ მიიჩნია წინასაარჩევნო რეკლამად, ანდა წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად.ცესკოში ასევე აღნიშნეს, რომ ბანერები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საარჩევნო პროგრამად, ბანერები არ არის განთავსებული კანონდარღვევით, თუმცაღა ახდენენ ცესკოსთვის მიუღებელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას.
https://sputnik-georgia.com/20210930/sisxliani-banerebit-saxelmwifo-auditis-samsaxuri-dainteresda-260042488.html
https://sputnik-georgia.com/20210930/marneulsi-qartuli-ocnebis-kandidati-scemes-260060007.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025207_231:0:2960:2047_1920x0_80_0_0_d7f2bdfb4b3fcba7c4f0b242689e9875.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ბანერების ომი საქართველოში: ქუჩებში „ივანიშვილის ფერმა“ გამოჩნდება
20:53 30.09.2021 (განახლებულია: 23:02 30.09.2021) საქართველოში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა მატულობს, მხარეები ერთმანეთს სარეკლამო ბანერებით უპირისპირდებიან.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. კომპანია „ალმა“ მზად არის განათავსოს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ღორის დინგით არის გამოსახული.
გუშინ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საკუთარ პოსტერს მიუტანს კომპანია „ალმას“, რათა ის ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე განათავსოს იმავე პირობებით, როგორც ე.წ. სისხლიანი ბანერებია გამოკრული. დღეს კი ოპოზიციური პარტიის წევრებმა გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ კომპანია „ალმას“ მიმართეს თხოვნით, განათავსოს ივანიშვილის პლაკატი სახელწოდებით „ცხოველთა ფერმა“.
30 სექტემბერი 2021, 14:36
„კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიზუალის განთავსება კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ ოფიციალური წერილით მიმართა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას.
„ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსისა თუ ვიზუალის შექმნა და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სრულიად სცილდება „ალმას" კომპეტენციას და ამაზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში, მპგ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული. ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერების განთავსება ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ პლაკატებთან საერთო არაფერი აქვთ.
30 სექტემბერი 2021, 20:24
მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ქუჩებში წინასაარჩევნოდ განთავსებული სკანდალური ბანერები არ მიიჩნია წინასაარჩევნო რეკლამად, ანდა წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად.
ცესკოში ასევე აღნიშნეს, რომ ბანერები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საარჩევნო პროგრამად, ბანერები არ არის განთავსებული კანონდარღვევით, თუმცაღა ახდენენ ცესკოსთვის მიუღებელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას.