https://sputnik-georgia.com/20210930/marneulsi-qartuli-ocnebis-kandidati-scemes-260060007.html
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სცემეს
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სცემეს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის წევრი ზაურ დარგალი ირწმუნება, რომ მათ კანდიდატს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გაუსწორდა, ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათ... 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T20:24+0400
2021-09-30T20:24+0400
2021-09-30T20:24+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/47/248204718_40:0:1599:877_1920x0_80_0_0_7415efe72d1c12f1e3bc7b3b9b985665.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. მარნეულის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი სცემეს, იუწყება „პირველი არხი“.აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, რომელმაც მომხდარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.დარგალის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაზიანებები გულმკერდისა და სახის არეში აქვს მიყენებული.როვშან ისკანდაროვი „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მათ თავად დაესხნენ თავს.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210930/irakli-raribasvili-arcevnebi-ria-da-tavisufali-iqneba-260059247.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/47/248204718_235:0:1404:877_1920x0_80_0_0_fd0cd179bad4971abbb5455a16bc6bbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სცემეს
მმართველი პარტიის წევრი ზაურ დარგალი ირწმუნება, რომ მათ კანდიდატს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გაუსწორდა, ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათ თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. მარნეულის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი სცემეს, იუწყება „პირველი არხი“.
აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, რომელმაც მომხდარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მორიგი პროვოკაციები. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სოფელ სადახლოში სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით არ დაეწერა სკოლის კედელზე წარწერა – „მიშა ჩამოდი, ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“. მოწოდების შემდეგ მოხდა დაპირისპირება“, – განაცხადა დარგალმა.
დარგალის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაზიანებები გულმკერდისა და სახის არეში აქვს მიყენებული.
როვშან ისკანდაროვი „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
30 სექტემბერი 2021, 20:12
ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მათ თავად დაესხნენ თავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.