https://sputnik-georgia.com/20210930/irakli-raribasvili-arcevnebi-ria-da-tavisufali-iqneba-260059247.html
ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნები ღია და თავისუფალი იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნები ღია და თავისუფალი იქნება
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული, აღნიშნა... 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T20:12+0400
2021-09-30T20:12+0400
2021-09-30T22:47+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_31ed4ced83a24b1e5abe1c6f4b71f1a2.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად საქართველო ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრისას.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს პარტნიორების ინტერესს, მხარდაჭერას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში ჩართულობას.მთავრობის მეთაურმა NDI-ს და IRI-ს წარმომადგენლებს პანდემიის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში შეტანილი მათი წვლილი დასაფასებელია.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას ყველა წესის დაცვით უზრუნველყოფს, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.არჩევნებამდე ორი დღე რჩება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.ცესკოს ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 88 ადგილობრივმა და 52-მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან (IRI) არჩევნებს 24 დამკვირვებელი დააკვირდება, ხოლო „საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტიდან" (NDI) – 9 დამკვირვებელი.
https://sputnik-georgia.com/20210930/archevnebs-evroparlamentis-delegacia-daakvirdeba-260028422.html
https://sputnik-georgia.com/20210929/arcevnebis-dfres-swrafi-testirebebi-catardeba-260000960.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_92a2f9ed0cb125ac708f3c07f5202eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნები ღია და თავისუფალი იქნება
20:12 30.09.2021 (განახლებულია: 22:47 30.09.2021) საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად საქართველო ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
30 სექტემბერი 2021, 10:31
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს პარტნიორების ინტერესს, მხარდაჭერას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში ჩართულობას.
მთავრობის მეთაურმა NDI-ს და IRI-ს წარმომადგენლებს პანდემიის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში შეტანილი მათი წვლილი დასაფასებელია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას ყველა წესის დაცვით უზრუნველყოფს, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
29 სექტემბერი 2021, 14:06
არჩევნებამდე ორი დღე რჩება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 88 ადგილობრივმა და 52-მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან (IRI) არჩევნებს 24 დამკვირვებელი დააკვირდება, ხოლო „საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტიდან" (NDI) – 9 დამკვირვებელი.