https://sputnik-georgia.com/20210929/arcevnebis-dfres-swrafi-testirebebi-catardeba-260000960.html
კოვიდ-უსაფრთხოებისთვის: არჩევნების დღეს საოლქო კომისიებში სწრაფი ტესტირებები ჩატარდება
კოვიდ-უსაფრთხოებისთვის: არჩევნების დღეს საოლქო კომისიებში სწრაფი ტესტირებები ჩატარდება
Sputnik საქართველო
სწრაფი ტესტირება იგეგმება ცესკოში, ასევე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში და ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებში. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T14:06+0400
2021-09-29T14:06+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/04/251642194_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2d6af8d519b3011907e2b99a4ecc6ced.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მასმედიის წარმომადგენლებს COVID-19 ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ტესტირების პროცესი ცესკოში, ასევე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან დაიწყება და 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე გასტანს. გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. საარჩევნო უბანზე მყოფებს უნდა ეკეთოთ პირბადე, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა უბანზე შესვლისას თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ამომრჩევლები თერმოსკრინინგს არ გაივლიან, მაგრამ მათთვის იქნება გათვალისწინებული ერთჯერადი კალმები ბიულეტენის შესავსებად და მინიმალური კონტაქტი კომისიის წევრებთან.
https://sputnik-georgia.com/20210928/aris-tu-ara-mzad-cesko-usafrtxo-arcevnebistvis-jandacvis-saministros-pasuxi-259981403.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/04/251642194_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_13f1c6b19ca7809f106694a4b16650d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, covid-19
კოვიდ-უსაფრთხოებისთვის: არჩევნების დღეს საოლქო კომისიებში სწრაფი ტესტირებები ჩატარდება
14:06 29.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) სწრაფი ტესტირება იგეგმება ცესკოში, ასევე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში და ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებში.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მასმედიის წარმომადგენლებს COVID-19 ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ,
ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტესტირების პროცესი ცესკოში, ასევე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან დაიწყება და 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე გასტანს. გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.
უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.
28 სექტემბერი 2021, 19:20
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. საარჩევნო უბანზე მყოფებს უნდა ეკეთოთ პირბადე, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა უბანზე შესვლისას თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ამომრჩევლები თერმოსკრინინგს არ გაივლიან, მაგრამ მათთვის იქნება გათვალისწინებული ერთჯერადი კალმები ბიულეტენის შესავსებად და მინიმალური კონტაქტი კომისიის წევრებთან.