https://sputnik-georgia.com/20210928/aris-tu-ara-mzad-cesko-usafrtxo-arcevnebistvis-jandacvis-saministros-pasuxi-259981403.html
არის თუ არა მზად ცესკო უსაფრთხო არჩევნებისთვის – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი
არის თუ არა მზად ცესკო უსაფრთხო არჩევნებისთვის – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ცესკოს თანამშრომლების 75%-ზე მეტი უკვე აცრილია. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T19:20+0400
2021-09-28T19:20+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249870426_0:0:1198:674_1920x0_80_0_0_3cc3d4396cce3c19a16718c33ba758f1.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. უსაფრთხო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალი ამისთვის მაქსიმალურად მომზადებულია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ცესკოს თანამშრომლებში აქტიურად მიმდინარეობს და თანამშრომლების 75%-ზე მეტი უკვე აიცრა.რაც შეეხება დანარჩენ წესებს, გაბუნიას თქმით, რჩება სამი ოქროს წესი: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ხელების ჰიგიენა.გაბუნიას თქმით, საარჩევნო უბნები იქნება უზრუნველყოფილი ხელის სანიტაიზერებით, ასევე იქნება რიგის დაცვის შესაბამისი პირობები.საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. საარჩევნო უბანზე მყოფებს უნდა ეკეთოთ პირბადე, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა უბანზე შესვლისას თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ამომრჩევლები თერმოსკრინინგს არ გაივლიან, მაგრამ მათთვის იქნება გათვალისწინებული ერთჯერადი კალმები ბიულეტენის შესავსებად და მინიმალური კონტაქტი კომისიის წევრებთან.
https://sputnik-georgia.com/20210928/gamyrelize-direqtorebs-movuwodebt-seiswavlon-ramdeni-maswavlebeli-da-msibelia-acrili-259977497.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249870426_150:0:1198:786_1920x0_80_0_0_ad92b209a2c5052d6b362adc96fdf928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, covid-19
არის თუ არა მზად ცესკო უსაფრთხო არჩევნებისთვის – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი
19:20 28.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ამ დროისათვის ცესკოს თანამშრომლების 75%-ზე მეტი უკვე აცრილია.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. უსაფრთხო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალი ამისთვის მაქსიმალურად მომზადებულია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ცესკოს თანამშრომლებში აქტიურად მიმდინარეობს და თანამშრომლების 75%-ზე მეტი უკვე აიცრა.
„ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობის გამოცდილება საკმარისი დაგვიგროვდა გასული წლის არჩევნებიდან გამომდინარე. პროტოკოლი უკვე არსებობდა. წელს განსხვავება იყო ის, რომ ცესკოს თანამშრომლებში აქტიურად ჩატარდა ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება დანარჩენ წესებს, გაბუნიას თქმით, რჩება სამი ოქროს წესი: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ხელების ჰიგიენა.
28 სექტემბერი 2021, 18:26
გაბუნიას თქმით, საარჩევნო უბნები იქნება უზრუნველყოფილი ხელის სანიტაიზერებით, ასევე იქნება რიგის დაცვის შესაბამისი პირობები.
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. საარჩევნო უბანზე მყოფებს უნდა ეკეთოთ პირბადე, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა უბანზე შესვლისას თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ამომრჩევლები თერმოსკრინინგს არ გაივლიან, მაგრამ მათთვის იქნება გათვალისწინებული ერთჯერადი კალმები ბიულეტენის შესავსებად და მინიმალური კონტაქტი კომისიის წევრებთან.