https://sputnik-georgia.com/20210929/roskomnadzori-rt-arxebis-daxurvistvis-you-tubes-emuqreba-260001311.html
RT-ს არხების დახურვისთვის: „როსკომნადზორი“ YouTube-ს ბლოკირებით ემუქრება
RT-ს არხების დახურვისთვის: „როსკომნადზორი“ YouTube-ს ბლოკირებით ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „როსკომნადზორი“ კომპანია Google-სგან მოითხოვს, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხსნას ყველა შეზღუდვა RT DE-სა და Der Fehlende... 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T13:25+0400
2021-09-29T13:25+0400
2023-08-17T12:45+0400
პოლიტიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259984614_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_b40f50a8713b03d57d772d1cbc740473.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „როსკომნადზორი“ კომპანია Google-სგან მოითხოვს, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხსნას ყველა შეზღუდვა RT DE-სა და Der Fehlende Part-ის არხებს YouTube-ზე და განმარტოს მათი ბლოკირების მიზეზები, ნათქვამია წერილში, რომელიც უწყებამ IT-გიგანტის ხელმძღვანელობას გაუგზავნა.„როსკომნადზორში“ Google-ის ქმედებას იმ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად აფასებენ, რომლებიც ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებასა და მასზე დაუბრკოლებელ წვდომას შეეხება. გარდა ამისა, უწყებაში მიიჩნევენ, რომ ეს რუსული მედიასაშუალებების მიმართ ცენზურის აქტია.როგორც „როსკომნადზორში“ აღნიშნეს, ასეთი ქმედებებისთვის ინტერნეტ-რესურსი შეიძლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში დადანაშაულდეს და შესაბამის ჩამონათვალში მოხვდეს. ამის შემდეგ რესურსი გაფრთხილებას მიიღებს, რომლის უგულებელყოფის შემთხვევაშიც სრული ან ნაწილობრივი დაბლოკვაა გათვალისწინებული.თუ Google უყურადღებოდ დატოვებს RT-ს YouTube-არხების განბლოკვის მოთხოვნას, მას ჯარიმა ემუქრება ერთი მილიონი რუბლის ოდენობით, ხოლო განმეორებითი უარის შემთხვევაში ჯარიმა სამ მილიონ რუბლამდე გაიზრდება.გუშინ Россия сегодня-სა და RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ YouTube-მა RT-ს ორი გერმანული არხი სამუდამოდ — აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. Google-ში განაცხადეს, რომ არხები „სერვისით სარგებლობის პირობების დარღვევის“ გამო დაიხურა. როგორც სიმონიანმა აღნიშნა, YouTube-ის ეს წესები „მათ მიერ არსად არ არის გაწერილი“, და ვიდეოჰოსტინგის ქმედებები გერმანიის მხრიდან რუსეთისთვის სრულფასოვანი მედიაომის გამოცხადებად შეაფასა.
https://sputnik-georgia.com/20210928/ardgena-seuzlebelia-iutubma-rt-s-ori-germanuli-arxi-gaauqma-259985974.html
https://sputnik-georgia.com/20210331/YouTube-ma-RT-s-arabulenovani-akaunti-dabloka-251339918.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259984614_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e150a71ccc5eb1f820f83fd3ed32ff9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი
RT-ს არხების დახურვისთვის: „როსკომნადზორი“ YouTube-ს ბლოკირებით ემუქრება
13:25 29.09.2021 (განახლებულია: 12:45 17.08.2023) თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „როსკომნადზორი“ კომპანია
Google-სგან მოითხოვს, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხსნას ყველა შეზღუდვა RT DE-სა და Der Fehlende Part-ის არხებს YouTube-ზე და განმარტოს მათი ბლოკირების მიზეზები, ნათქვამია წერილში, რომელიც უწყებამ IT-გიგანტის ხელმძღვანელობას გაუგზავნა.
„როსკომნადზორში“ Google-ის ქმედებას იმ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად აფასებენ, რომლებიც ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებასა და მასზე დაუბრკოლებელ წვდომას შეეხება.

28 სექტემბერი 2021, 22:23
გარდა ამისა, უწყებაში მიიჩნევენ, რომ ეს რუსული მედიასაშუალებების მიმართ ცენზურის აქტია.
„YouTube-ს ადმინისტრაცია რეგულარულად მიმართავს რუსული მედიასაშუალებების აკაუნტებზე განთავსებული კონტენტის ცენზურას ფორმალური მიზეზებით. მანამდე ვიდეოჰოსტინგმა არაერთხელ შეზღუდა რუსული გამოცემა Russia Today-ს ოფიციალური აკაუნტები და მასალები“, — აცხადებენ უწყებაში.
როგორც „როსკომნადზორში“ აღნიშნეს, ასეთი ქმედებებისთვის ინტერნეტ-რესურსი შეიძლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში დადანაშაულდეს და შესაბამის ჩამონათვალში მოხვდეს. ამის შემდეგ რესურსი გაფრთხილებას მიიღებს, რომლის უგულებელყოფის შემთხვევაშიც სრული ან ნაწილობრივი დაბლოკვაა გათვალისწინებული.
თუ Google უყურადღებოდ დატოვებს RT-ს YouTube-არხების განბლოკვის მოთხოვნას, მას ჯარიმა ემუქრება ერთი მილიონი რუბლის ოდენობით, ხოლო განმეორებითი უარის შემთხვევაში ჯარიმა სამ მილიონ რუბლამდე გაიზრდება.
გუშინ Россия сегодня-სა და RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ YouTube-მა RT-ს ორი გერმანული არხი სამუდამოდ — აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. Google-ში განაცხადეს, რომ არხები „სერვისით სარგებლობის პირობების დარღვევის“ გამო დაიხურა. როგორც სიმონიანმა აღნიშნა, YouTube-ის ეს წესები „მათ მიერ არსად არ არის გაწერილი“, და ვიდეოჰოსტინგის ქმედებები გერმანიის მხრიდან რუსეთისთვის სრულფასოვანი მედიაომის გამოცხადებად შეაფასა.