აღდგენა შეუძლებელია: YouTube-მა RT-ს ორი გერმანული არხი გააუქმა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიტელეარხ RT-ს ოფისი მოსკოვში
ტელეარხ RT-ს ოფისი მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
რუსეთში უნდა აიკრძალოს Deutsche Welle და სხვა გერმანული არხები, ასევე უნდა დაიკეტოს ARD-ს და ZDF-ის კორპუნქტები, მიიჩნევს მარგარიტა სიმონიანი.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. YouTube-მა RT-ს ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე გააუქმა, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.
მან აღნიშნა, რომ RT DE-ს YouTube-არხი გერმანულენოვან მედიასაშუალებებს შორის პოპულარობით მეოთხე ადგილზეა, 2021 წლის ივნისში მას 21 მილიონი ნახვა ჰქონდა. სიმონიანი ასევე აღნიშნავს, რომ ადრე ლუქსემბურგმა უარი უთხრა RT-ს ლიცენზიის მინიჭებაზე, მიზეზად კი გერმანიის ხელისუფლების ხედვა დაასახელა.

„ეს არის ნადვილი მედია-ომი, რომელიც გერმანიის სახელმწიფომ რუსეთის სახელმწიფოს გამოუცხადა“, – აღნიშნა სიმონიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელოდება, როდის აკრძალავენ რუსეთში Deutsche Welle-ს და სხვა გერმანულ არხებს, ასევე დაიკეტება ARD-ს და ZDF-ის კორპუნქტები.
Russia Today - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
RT ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქებისთვის Emmy Awards-ის პრემიის ნომინანტი გახდა
ადრე ლუქსემბურგის მედია-მარეგულირებელმა უარი უთხრა RT-ს ლიცენზიის მინიჭებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე გერმანულ ენაზე მაუწყებლობაზე, მიზეზად დასახელდა ტელეარხის შეუსაბამობა ტექნიკური კრიტერიუმების მიმართ. RT-ს იურისტები სწავლობენ ლუქსემბურგის პასუხს, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ ქმედებებზე, განუცხადეს РИА Новости-ს ტელეარხის პრეს-სამსახურში.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ აქვს პრეცედენტები აღნიშნული ორგანოს პრაქტიკაში, მისი სიტყვებით, „ეს არის ლუქსემბურგის მხარის მიმართ მეზობელი გერმანიის ხელისუფლების ღია ზეწოლის ველური, მაგრამ მოსალოდნელი შედეგი, რაც დასტურდება გერმანელი ოფიციალური პირების მრავალრიცხოვანი განცხადებებით”.
ყველა ახალი ამბავი
0