YouTube-მა RT-ს არაბულენოვანი აკაუნტი დაბლოკა

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიტელეარხ RT-ს ლოგო
ტელეარხ RT-ს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
ბოლო თვეებში უცხოურმა პლატფორმებმა არაერთხელ დაბლოკეს რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკაუნტები

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს და RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ვიდეოჰოსტინგ YouTube-მა ტელეარხის არაბული ვერსიის აკაუნტთან წვდომა დახურა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„YouTube-მა დაბლოკა ჩვენი RT არაბულ ენაზე 5,5 მილიონი გამომწერით და თითქმის 3 მილიარდი ნახვებით. ვარკვევთ“, - დაწერა მან Telegram-არხზე.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ YouTube-ზე RT-ს არაბული ვერსიის დაბლოკვას ცენზურის მორიგი აქტი და „სიტყვის თავისუფლების გაუპატიურება“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი ევროპელი დიპლომატების გაძევებაზე

„იმის გათვალისწინებით, რომ RT-ზე რეგულარულად ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ასეთი უსამართლო მეთოდებით ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ პოპულარულ ტელეარხს, ვივარაუდებ, რომ საუბარია ცენზურის მორიგ აქტზე ამერიკული პლატფორმების მხრიდან. უკვე მოსაბეზრებელია მოზომილი პოლიტკორექტული ფრაზების გამოყენება. ამიტომ ვიტყვი პირდაპირ: ამერიკულმა ციფრულმა გიგანტებმა სიტყვის თავისუფლება გააუპატიურეს. სწორედ ასე და არა სხვაგვარად“, - მიუთითა მან.

ბოლო თვეებში უცხოურმა პლატფორმებმა არაერთხელ დაბლოკეს რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკაუნტები. ასე, მაგალითად, Facebook-მა მიზეზების აუხსნელად ჩაკეტა წვდომა სააგენტო Baltnews-ის გვერდზე. ოქტომბერში Twitter-მა გამოაქვეყნა RT-ს მასალა აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე როგორც პოტენციურად შეცდომაში შემყვანი, მანამდე კი საძიებო ველიდან РИА Новости-ს აკაუნტი წაშალა.

მანამდე Twitter-მა RT-ს და Sputnik-ის პროფილები დაბლოკა. გარდა ამისა, Facebook-მა წაშალა ტელეარხ RT France-ის ინტერვიუ ევროპარლამენტის დეპუტატთან, მიზეზად კი „თანასაზოგადოების სტანდარტების დარღვევა“ დაასახელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსული მედიის მუშაობის შეფერხებას დისკრიმინაცია უწოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0