https://sputnik-georgia.com/20210929/nika-melia-opozicia-am-arcevnebze-wina-arcevnebis-secdomebs-ar-gaimeorebs-260021112.html
ნიკა მელია: ოპოზიცია ამ არჩევნებზე წინა არჩევნების შეცდომებს არ გაიმეორებს
ნიკა მელია: ოპოზიცია ამ არჩევნებზე წინა არჩევნების შეცდომებს არ გაიმეორებს
Sputnik საქართველო
ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უფრო შეკრული და მომზადებულია, ამიტომ წარმატებაში დარწმუნებულია, ამბობენ ლიდერები 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T20:37+0400
2021-09-29T20:37+0400
2021-09-29T21:45+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/17/252647987_390:60:1759:830_1920x0_80_0_0_b2c5fff2096f9cd369f720b6a16aff58.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. 2 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება - ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოში კოალიციური მთავრობა გაჩნდება - ასეთი ლაიტმოტივი გასდევდა ოპოზიციის ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციას არჩევნებამდე სამი დღით ადრე.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ცვლილებებს ელოდება. მისი სიტყვებით, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შევადარებთ, ოპოზიცია უფრო შეკრულია და წინანდელ შეცდომებს არ გაიმეორებს.პარტიის „დროა“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მას უკავშირდება ათეულობით ადამიანი, რომლებიც მზად არიან თავიანთი ხმები დაიცვან. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია დღეს ტექნიკურად უკეთაა მომზადებული გაყალბებასთან საბრძოლველად.ხოშტარიას თქმით, მათ იციან არჩევნების გაყალბების ყველა მექანიზმი. როგორ ებრძოლონ ე.წ. „კარუსელებს“, რეგისტრატორებს, მარკირების სისტემას, თუმცა ახლა ამაზე არ ილაპარაკებენ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება არ გამოუვა.ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების თემასაც შეეხნენ. ნიკა მელიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ. ამიტომ, აღნიშნა მან, „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა რამდენიმე პროკურორს, რათა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი საქმეები „შეიკეროს“.მელიას თქმით, თავის დაზღვევის მიზნით ისინი იგონებენ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს, ირაციონალურად იქცევიან.ოპოზიციის ლიდერებმა გამორიცხეს შესაძლო კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ასეთი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში.„ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა და დაშვების დონეზე მაინც რომ მოეხდინათ დემონსტრირება კოალიციური მმართველობის არსებობისა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ჩაიდინეს, როგორ პოზიციონირებენ და სადამდე მიიყვანეს ეს სახელმწიფო, რომლის გადარჩენისთვისაც ვიბრძვით, იქამდეც მივიდნენ, რომ დაუფარავად ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს უცვლიან, ასეთ ძალასთან თანამშრომლობა კოალიციურ ფორმატში რა თქმა უნდა, გამორიცხულია“, - განაცხადა მელიამ.თავის მხრივ, პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ გამორიცხავს თანამშრომლობას არა მხოლოდ მმართველ პარტიასთან, არამედ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“. ჯაფარიძემ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ არ სურს მატყუარებთან საქმის დაჭერა.„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც ჩემი აზრით გახარიასთანაც. არა იმის გამო, რომ ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი შეცდომა, მათ შორის, დანაშაულია ჩადენილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იმის გამო, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ეს ხალხი ჩვეულებრივი მატყუარები და „გადამგდებები“ არიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.ოპოზიციის ლიდერების სიტყვებით, ისინი არჩევნებს აღიარებენ, თუ საერთაშორისო დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული და შეესაბამებოდა დასავლურ სტანდარტებს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210929/arcevnebi-da-damkvirveblebi-vin-daakvirdeba-arcevnebs-2-oqtombers-259989307.html
https://sputnik-georgia.com/20210928/irakli-raribasvili-saertasoriso-damkvirveblebs-tavisufali-arcevnebis-gamartvas-sepirda-259987466.html
https://sputnik-georgia.com/20210929/koaliciui-mtavroba-260020018.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/17/252647987_426:44:1662:971_1920x0_80_0_0_3113838cb1eaa9ae6da2a85b9bfa2cf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ნიკა მელია: ოპოზიცია ამ არჩევნებზე წინა არჩევნების შეცდომებს არ გაიმეორებს
20:37 29.09.2021 (განახლებულია: 21:45 29.09.2021) ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უფრო შეკრული და მომზადებულია, ამიტომ წარმატებაში დარწმუნებულია, ამბობენ ლიდერები
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. 2 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება - ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოში კოალიციური მთავრობა გაჩნდება - ასეთი ლაიტმოტივი გასდევდა ოპოზიციის ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციას არჩევნებამდე სამი დღით ადრე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ცვლილებებს ელოდება. მისი სიტყვებით, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შევადარებთ, ოპოზიცია უფრო შეკრულია და წინანდელ შეცდომებს არ გაიმეორებს.
29 სექტემბერი 2021, 08:30
„შარშანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, ოპოზიციამ ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინა. წელს როგორც ჩვენ ვთანამშრომლობთ, თუნდაც დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, ამისი დასტურია. ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას მრავალფეროვნებას, ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს ერთპარტიული რომელიღაც სხვა მმართველობით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტიის „დროა“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მას უკავშირდება ათეულობით ადამიანი, რომლებიც მზად არიან თავიანთი ხმები დაიცვან. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია დღეს ტექნიკურად უკეთაა მომზადებული გაყალბებასთან საბრძოლველად.
ხოშტარიას თქმით, მათ იციან არჩევნების გაყალბების ყველა მექანიზმი. როგორ ებრძოლონ ე.წ. „კარუსელებს“, რეგისტრატორებს, მარკირების სისტემას, თუმცა ახლა ამაზე არ ილაპარაკებენ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება არ გამოუვა.
ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების თემასაც შეეხნენ. ნიკა მელიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ. ამიტომ, აღნიშნა მან, „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა რამდენიმე პროკურორს, რათა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი საქმეები „შეიკეროს“.
28 სექტემბერი 2021, 23:54
მელიას თქმით, თავის დაზღვევის მიზნით ისინი იგონებენ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს, ირაციონალურად იქცევიან.
ოპოზიციის ლიდერებმა გამორიცხეს შესაძლო კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ასეთი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში.
„ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა და დაშვების დონეზე მაინც რომ მოეხდინათ დემონსტრირება კოალიციური მმართველობის არსებობისა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ჩაიდინეს, როგორ პოზიციონირებენ და სადამდე მიიყვანეს ეს სახელმწიფო, რომლის გადარჩენისთვისაც ვიბრძვით, იქამდეც მივიდნენ, რომ დაუფარავად ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს უცვლიან, ასეთ ძალასთან თანამშრომლობა კოალიციურ ფორმატში რა თქმა უნდა, გამორიცხულია“, - განაცხადა მელიამ.
29 სექტემბერი 2021, 20:15
თავის მხრივ, პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ გამორიცხავს თანამშრომლობას არა მხოლოდ მმართველ პარტიასთან, არამედ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“. ჯაფარიძემ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ არ სურს მატყუარებთან საქმის დაჭერა.
„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც ჩემი აზრით გახარიასთანაც. არა იმის გამო, რომ ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი შეცდომა, მათ შორის, დანაშაულია ჩადენილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იმის გამო, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ეს ხალხი ჩვეულებრივი მატყუარები და „გადამგდებები“ არიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიციის ლიდერების სიტყვებით, ისინი არჩევნებს აღიარებენ, თუ საერთაშორისო დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული და შეესაბამებოდა დასავლურ სტანდარტებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.