https://sputnik-georgia.com/20210928/irakli-raribasvili-saertasoriso-damkvirveblebs-tavisufali-arcevnebis-gamartvas-sepirda-259987466.html
რას შეპირდა ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს
რას შეპირდა ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს
Sputnik საქართველო
ხელისუფლება უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით უზრუნველყოფს, განაცხადა პრემიერმა 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T23:54+0400
2021-09-28T23:54+0400
2021-09-28T23:55+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259986860_73:212:1212:853_1920x0_80_0_0_cc8c6279e926a630bc78dcd12100d680.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველო უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა OSCE/ODIHR-ის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ალბერტ იონსონს COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში OSCE/ODIHR-ის წვლილი დასაფასებელია.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით უზრუნველყოფს.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მთავარი საყრდენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია და ხელისუფლება სრულად აცნობიერებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას.„ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, OSCE/ODIHR-ის გარდა, ხელისუფლებამ არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია დამკვირვებლები, მათ შორის არიან ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები.როგორც ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, უწყებამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა. მონიტორინგი ორი კომპონენტისგან შედგება: გრძელვადიანი მისია, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება, და მოკლევადიანი მისიები, რომელთა წევრებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.არჩევნებამდე ოთხი დღე რჩება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210928/kaxa-kalaze-pirvelive-tursi-moigebs-axali-gamokitxvis-sedegebi-259986672.html
https://sputnik-georgia.com/20210927/saqartvelom-arcevnebze-dasakvirveblad-yvela-saertasoriso-organizacias-mosawvevi-gaugzavna-259945439.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259986860_293:207:1154:853_1920x0_80_0_0_6ab504c5d47e989ea11264c3a6063dab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
რას შეპირდა ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს
23:54 28.09.2021 (განახლებულია: 23:55 28.09.2021) ხელისუფლება უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით უზრუნველყოფს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველო უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა OSCE/ODIHR-ის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე
განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ალბერტ იონსონს COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში OSCE/ODIHR-ის წვლილი დასაფასებელია.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით უზრუნველყოფს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მთავარი საყრდენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია და ხელისუფლება სრულად აცნობიერებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას.
28 სექტემბერი 2021, 23:05
„ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, OSCE/ODIHR-ის გარდა, ხელისუფლებამ არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია დამკვირვებლები, მათ შორის არიან ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები.
27 სექტემბერი 2021, 20:15
როგორც ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, უწყებამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა. მონიტორინგი ორი კომპონენტისგან შედგება: გრძელვადიანი მისია, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება, და მოკლევადიანი მისიები, რომელთა წევრებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
არჩევნებამდე ოთხი დღე რჩება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.