https://sputnik-georgia.com/20210927/saqartvelom-arcevnebze-dasakvirveblad-yvela-saertasoriso-organizacias-mosawvevi-gaugzavna-259945439.html
საქართველომ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოსაწვევი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა
საქართველომ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოსაწვევი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა
Sputnik საქართველო
OSCE/ODIHR-ის მისიის ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T20:15+0400
2021-09-27T20:15+0400
2021-09-29T11:30+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები 2021
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.მინისტრის სიტყვებით, მონიტორინგი ორი კომპონენტისგან შედგება: გრძელვადიანი მისია, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება, და მოკლევადიანი მისიები, რომელთა წევრებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.ზალკალიანის თქმით, წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროპარლამენტის დელეგაცია და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ.„ადგილობრივი არჩევნების დროს ნაკლებად ჩამოდიან ხოლმე ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, მაგრამ წლევანდელი ჩვენი არჩევნების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ასევე ევროპარლამენტის დელეგაციაც და იქნებიან სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც“, – აღნიშნა ზალკალიანმა.ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლების მაღალი შეფასება მოყვება.ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210927/garibashvili-chveni-ambicia-sanimusho-archevnebis-chatarebaa-259930114.html
https://sputnik-georgia.com/20210927/muqara-da-seuracxyofa-cesko-zewolaze-saubrobs-259944363.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველომ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოსაწვევი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა
20:15 27.09.2021 (განახლებულია: 11:30 29.09.2021) OSCE/ODIHR-ის მისიის ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
27 სექტემბერი 2021, 14:00
მინისტრის სიტყვებით, მონიტორინგი ორი კომპონენტისგან შედგება: გრძელვადიანი მისია, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება, და მოკლევადიანი მისიები, რომელთა წევრებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
„ჩვენ ეს (მოსაწვევების გაგზავნა) ჯერ კიდევ აპრილის თვეში გავაკეთეთ, როდესაც თარიღიც კი არ იყო ცნობილი და შემდეგ მეორე მოსაწვევი გაიგზავნა კონკრეტული თარიღის მითითებით. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია გახლავთ OSCE/ODIHR-ის მისია, გავუგზავნეთ მოსაწვევი, ისინი უკვე აქ არიან, საქართველოში“, – განუცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებს.
ზალკალიანის თქმით, წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროპარლამენტის დელეგაცია და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ.
„ადგილობრივი არჩევნების დროს ნაკლებად ჩამოდიან ხოლმე ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, მაგრამ წლევანდელი ჩვენი არჩევნების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ასევე ევროპარლამენტის დელეგაციაც და იქნებიან სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
27 სექტემბერი 2021, 19:57
ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლების მაღალი შეფასება მოყვება.
ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.