https://sputnik-georgia.com/20210927/muqara-da-seuracxyofa-cesko-zewolaze-saubrobs-259944363.html
მუქარა და შეურაცხყოფა: ცესკო ზეწოლაზე საუბრობს
მუქარა და შეურაცხყოფა: ცესკო ზეწოლაზე საუბრობს
Sputnik საქართველო
ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ გასცდნენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T19:57+0400
2021-09-27T19:57+0400
2021-09-27T22:44+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501650_0:238:2992:1921_1920x0_80_0_0_398d874091826a192477ad34d00a3a71.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.ცესკო აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრის ფაქტები, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით.დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი ასევე არიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც, აღნიშნულია განცხადებაში.„სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზება“, – ნათქვამია განცხადებაში.საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე მასმედიას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი და ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და არჩევნების სანდოობას, ნათქვამია განცხადებაში.ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
https://sputnik-georgia.com/20210927/garibashvili-chveni-ambicia-sanimusho-archevnebis-chatarebaa-259930114.html
https://sputnik-georgia.com/20210926/ceskom-saqartvelosi-amomrcevelta-raodenoba-daazusta-259900418.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501650_477:227:2841:2000_1920x0_80_0_0_7fb9ddc1a8dee5c11a601ff8ba579e8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
მუქარა და შეურაცხყოფა: ცესკო ზეწოლაზე საუბრობს
19:57 27.09.2021 (განახლებულია: 22:44 27.09.2021) ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ გასცდნენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის
განცხადებაშია აღნიშნული.
27 სექტემბერი 2021, 14:00
ცესკო აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრის ფაქტები, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
„აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს. ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა“, – აცხადებს ცესკო.
დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი ასევე არიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც, აღნიშნულია განცხადებაში.
„სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზება“, – ნათქვამია განცხადებაში.
26 სექტემბერი 2021, 09:37
საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე მასმედიას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი და ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და არჩევნების სანდოობას, ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.