ცესკომ საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა დააზუსტა

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის – 39.135.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში რეგისტრირებული 3.497.345 ამომრჩეველი, ნათქვამია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1.002.900-ს. ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის – 39.135.
წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
არჩევნები 2021
თბილისი არჩევნების წინ: პლაკატებით ბრძოლა ხმების მოსაპოვებლად - ფოტო
პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან 15 სექტემბერს გადაეცა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია.
ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია კანონის შესაბამისად ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0