https://sputnik-georgia.com/20210927/garibashvili-chveni-ambicia-sanimusho-archevnebis-chatarebaa-259930114.html
ღარიბაშვილი: ჩვენი ამბიცია ქვეყანაში სანიმუშო არჩევნების ჩატარებაა
ღარიბაშვილი: ჩვენი ამბიცია ქვეყანაში სანიმუშო არჩევნების ჩატარებაა
Sputnik საქართველო
დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T14:00+0400
2021-09-27T14:00+0400
2021-09-29T11:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები 2021
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558947_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_76ec7ecc2cee329e599a99622a0d798e.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში თვითმმართველობის სანიმუშო არჩევნების ჩატარებას გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში ტარდება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოპონენტების მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაცია თავიდან იქნეს აცილებული.პრემიერმა გასულ კვირაში დმანისში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.„მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან არის იგი პროვოცირებული და დაგეგმილი. რასაკვირველია, ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად... არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, ამიტომაც ჩვენ მობილიზებულად და მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, რომელშიც ძირითადად მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა გასულ კვირაში მომხდარი დმანისის ინციდენტი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მმართველი პარტიის აქტივისტებთან დაპირისპირების შემდეგ კლინიკაში აღმოჩნდა დანით მიყენებული ჭრილობებით.მომხდარ ფაქტზე დაკავებულია დავით დაუთაშვილი – მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის ვაჟი, რომელმაც ინციდენტის შემდეგ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა.დაუთაშვილის თქმით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. იგი ინციდენტის პროვოცირებაში ოპოზიციის კანდიდატსა და მის მომხრეებს ადანაშაულებს.ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
https://sputnik-georgia.com/20210924/dmanisis-incidentze-ert-pirs-patimroba-seefarda-259872677.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558947_113:0:1240:845_1920x0_80_0_0_c7435dbea3f2fa6a74cc5e14318037f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ღარიბაშვილი: ჩვენი ამბიცია ქვეყანაში სანიმუშო არჩევნების ჩატარებაა
14:00 27.09.2021 (განახლებულია: 11:30 29.09.2021) დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში თვითმმართველობის სანიმუშო არჩევნების ჩატარებას გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.
ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
„ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით არა მარტო ჩვენს საზოგადოებას, არამედ ყველა ჩვენს პარტნიორს. ჩვენი მოტივაცია და ამბიცია არის, რომ სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი სამი წელი ქვეყანაში აღარ იყოს ქაოსი, რყევები და დესტაბილიზიაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში ტარდება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოპონენტების მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაცია თავიდან იქნეს აცილებული.
პრემიერმა გასულ კვირაში დმანისში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.
„მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან არის იგი პროვოცირებული და დაგეგმილი. რასაკვირველია, ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად... არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, ამიტომაც ჩვენ მობილიზებულად და მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
24 სექტემბერი 2021, 17:58
ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, რომელშიც ძირითადად მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა გასულ კვირაში მომხდარი დმანისის ინციდენტი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მმართველი პარტიის აქტივისტებთან დაპირისპირების შემდეგ კლინიკაში აღმოჩნდა დანით მიყენებული ჭრილობებით.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია დავით დაუთაშვილი – მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის ვაჟი, რომელმაც ინციდენტის შემდეგ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა.
დაუთაშვილის თქმით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. იგი ინციდენტის პროვოცირებაში ოპოზიციის კანდიდატსა და მის მომხრეებს ადანაშაულებს.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.