დმანისში დაჭრის ფაქტზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
დმანისში ინციდენტი 21 სექტემბერს მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. დმანისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილს დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
დაუთაშვილს ბრალდება 23 სექტემბერს წარედგინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სოფელ განთიადში დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს დავით დაუთაშვილმა დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ორ მხარდამჭერს.
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
დმანისში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების დაჭრა: მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს ბრალი წარედგინა
„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის თქმით, მან შვილი სამართალდამცველებს თავად ჩააბარა. ის ასევე განმარტავს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ინციდენტის პროვოცირებაში კი ოპოზიციის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
„ჩემი შვილი არც ვიცოდი, იქ რომ იყო იმ დროს. მე დამარტყეს და დავეცი. ერთი ის მახსოვს, რომ ადგომას ვაპირებდი, როგორმე უნდა ავდგე, თორემ გადამივლიან–მეთქი. თურმე დახლოებით ხუთ მეტრში იდგა ჩემი შვილი ფსიქიკურად აშლილი, არაადეკვატური და მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.
ბრალდებულ დავით დაუთაშვილის ადვოკატის თქმით კი, საქმეში არ არსებობდა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი საფუძველი.
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
დმანისის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია
„სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაჭრილ პიროვნებას მიყენებული აქვს სხეულის მძიმე დაზიანება. სანამ არ დადასტურდება ის გარემოება, რომ მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, დაუთაშვილს ბრალი არ უნდა წაყენებოდა”, – განაცხადა ადვოკატმა გია მაჩიტაძემ.
დმანისში ინციდენტი 21 სექტემბერს მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ.
დავით დაუთაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0