https://sputnik-georgia.com/20210922/dmanisis-incidentis-monawile-dakavebulia-259789020.html
დმანისის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია
დმანისის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია
Sputnik საქართველო
დაკავებული „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია. მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T10:58+0400
2021-09-22T10:58+0400
2021-09-22T14:49+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_173b42cdaf02fd40ee91e9b5c0c664b5.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებული „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.შსს-ს ინფორმაციით, გუშინ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დ.დ.-მ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ორ პირს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.დმანისში ოპოზიციის აქტივისტები დაჭრეს>>ფიზიკური დაპირისპირებისას შემთხვევის სხვა მონაწილეებიც დაშავდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასადგენად საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულ დავით დაუთაშვილს კი 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუშვილის თქმით, მან შვილი სამართალდამცველებს თავად ჩააბარა. ის ასევე განმარტავს, რომ მის დაკავებულ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ინციდენტის პროვოცირებაში კი ის ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.ოპოზიციური მასმედიის ცნობით, დმანისის მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია, და მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს და ამ კონფლიქტის დროს ოპოზიციური პარტიის ორი აქტივისტი დაჭრეს.თავის მხრივ, „ქართული ოცნების" დმანისის შტაბში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი პროვოკაცია. მათ სურთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
https://sputnik-georgia.com/20210921/pasuxs-agebs-mmartveli-partia-dmanissi-momxdar-incidents-gamoexmaura-259783380.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_7bc5af53471e0b8cd6ed8d7157b58010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
დმანისის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია
10:58 22.09.2021 (განახლებულია: 14:49 22.09.2021) დაკავებული „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია. მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს. დაკავებული „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.
შსს-ს ინფორმაციით, გუშინ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დ.დ.-მ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ორ პირს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.
ფიზიკური დაპირისპირებისას შემთხვევის სხვა მონაწილეებიც დაშავდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასადგენად საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
21 სექტემბერი 2021, 22:30
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულ დავით დაუთაშვილს კი 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუშვილის თქმით, მან შვილი სამართალდამცველებს თავად ჩააბარა. ის ასევე განმარტავს, რომ მის დაკავებულ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ინციდენტის პროვოცირებაში კი ის ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
„სოფელ განთიადში, ჩემს შტაბში ვიყავი აგიტატორებთან და ვსაუბრობდით ამომრჩეველთან შეხვედრასთან დაკავშირებით. ამ დროს გამოიარა კახა ოქრიაშვილის ესკორტმა. ყველანაირად ცდილობენ, რომ წამოგვაგონ პროვოკაციაზე. ჩემი შვილის სისუსტე გამოიყენეს, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვმა დამინახა, რომ გრძნობა დავკარგე, დავეცი და მირტყამდნენ. ის აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა. ჩემი შვილი თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას. მე თვითონ მოვიყვანე, რომ დანაშაულზე აგოს შესაბამისი პასუხი", – განაცხადა დაუთაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ოპოზიციური მასმედიის ცნობით, დმანისის მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია, და მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს და ამ კონფლიქტის დროს ოპოზიციური პარტიის ორი აქტივისტი დაჭრეს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების" დმანისის შტაბში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი პროვოკაცია. მათ სურთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.