„პასუხს აგებს“: მმართველი პარტია დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსიტუაცია დმანისში
სიტუაცია დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
მედიის მონაცემებით, დმანისში მომხდარი ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაჭრეს
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და როგორიც არ უნდა იყოს მისი წვლილი ამ კონფლიქტის გაჩენაში, ის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს. ცივი იარაღით დაჭრილი ორი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მედიის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
დმანისში ოპოზიციის აქტივისტები დაჭრეს
ოპოზიციური მედიის ცნობით, დმანისის მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია და მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს.
„არ მინდა, ვიჩქარო და მოვლენებს გავასწრო, მაგრამ ვიცი, რომ დმანისში იყო გარკვეული გამომწვევი მოქმედებები, შტაბთან მივიდნენ ოპოზიციონერი კანდიდატები, შემდეგ კონფლიქტი გაჩნდა. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ შსს ინფორმირებულია ამ ინციდენტის შესახებ და რეაგირება აუცილებლად იქნება. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და როგორიც არ უნდა იყოს მისი წვლილი ამ კონფლიქტის გაჩენაში, ის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და ჩვენი პარტიის დამოკიდებულება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ვითარება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
ვითარება დმანისში: ბოლო ცნობები
მისი თქმით, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის პროვოკაციისა და სამართალდარღვევისგან და ასეთი ტიპის ქმედებებს არავითარი გამართლება არ აქვს.
ამავე დროს „ქართული ოცნების“ დმანისის შტაბში განაცხადეს, რომ მათი მხრიდან არანაირი პროვოკაცია არ მომხდარა და მათ სურთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში გაიმართოს.
ყველა ახალი ამბავი
0