ვითარება დმანისში: ბოლო ცნობები

© Sputnik / Vladimir Umikashviliვითარება დმანისში
ვითარება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ არც პოლიციელებს და არც ინციდენტის მონაწილეებს.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ამჟამად ვითარება დმანისში სტაბილურია, თუმცა იქ კვლავ რჩებიან პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ.

მასობრივი დაპირისპირება დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. მხარეთა შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გრძელდება ინციდენტის მონაწილეთა დაკითხვა.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გომელაური დმანისის ინცინდენტზე: რამდენ ადამიანს დავაკავებთ ჯერ არ ვიცით

დმანისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაპირისპირების დროს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ არც პოლიციელებს და არც ინციდენტის მონაწილეებს.

დმანისის მოვლენებზე განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რომელიც „მიესალმება ინციდენტის ამოწურვას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, გააცნობიერებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განმტკიცებისთვის ქვეყანაში“.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტი არ გაგრძელდება.

გომელაური და ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ>>

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, აღმოიფხვრა. ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, რომ კონფლიქტი გაღვივდეს, ისინი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე არიან“, – განაცხადა მუფთმა.

პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
დმანისში ვითარებას შსს აკონტროლებს

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, მაღაზიაში ინციდენტის შემდეგ განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

ვითარება დმანისში ორშაბათის დილითაც დაიძაბა – ქუჩებში განახლდა მასობრივი ჩხუბი. შეკრებილები თავს დაესხნენ ასევე ჟურნალისტებს და აგრესია პოლიციელების მიმართაც გამოამჟღავნეს.

შსს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას დიდხანს ცდილობდა. მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. პოლიციამ შეზღუდა ქალაქში შესვლა–გამოსვლა და ერთმანეთს დააშორა დაპირისპირებული ჯგუფები.

ყველა ახალი ამბავი
0