დმანისში ოპოზიციის აქტივისტები დაჭრეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliდაპირისპირება დმანისში
დაპირისპირება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობა" მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. ამ დროისათვის ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიჭრა.
ოპოზიციური მედიის ცნობით, დმანისის მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია, და მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს. ამ კონფლიქტის დროს ოპოზიციური პარტიის ორი აქტივისტი დაჭრეს.
ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
არჩევნები 2021
არჩევნები და უსაფრთხოება: ქართველ პოლიციელებს დარღვევებზე რეაგირებას ასწავლიან
„ჩვენს აქტივისტებს სოფელ განთიადში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს დაესხნენ. დაჭრილია ორი ადამიანი. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
მისი თქმით, თავდამსხმელებს შორის მან რამდენიმე ადამიანი იცნო, მათ შორის „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის ვაჟი დავით დაუთაშვილი.
ამ დროისათვის ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტელეკომპანია Formula-ს ცნობით, ორივეს დანით აქვს ჭრილობა მიყენებული.
„ქართულ ოცნებაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0