Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

არჩევნები და უსაფრთხოება: ქართველ პოლიციელებს დარღვევებზე რეაგირებას ასწავლიან

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
შსს-ს საგანგებოდ მომზადებული თანამშრომლები საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას რეგიონებშიც დაიცავენ
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ-ტრენინგში „არჩევნები და უსაფრთხოება“, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
სწავლების მონაწილეები, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებს გაეცნენ.
„ქართული ოცნების“ შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
„ქართული ოცნება“: ადგილობრივი დამკვირვებლების ნაწილი ოპოზიციასთანაა კავშირში
უწყების მონაცემებით, ონლაინ-კურსი 2 დღე გრძელდებოდა და მასში სამინისტროს 879 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ტრენინგს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას რეგიონებშიც დაიცავენ.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0