https://sputnik-georgia.com/20210909/qartuli-ocneba-adgilobrivi-damkvirveblebis-nawili-opoziciastan-kavsirsia-259476222.html
„ქართული ოცნება“: ადგილობრივი დამკვირვებლების ნაწილი ოპოზიციასთანაა კავშირში
„ქართული ოცნება“: ადგილობრივი დამკვირვებლების ნაწილი ოპოზიციასთანაა კავშირში
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია ეჭვობს, რომ ცესკოში დამკვირვებლებად დარეგისტრირებული 62 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 15 ოპოზიციასთან თანამშრომლობს. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T19:22+0400
2021-09-09T19:22+0400
2021-09-09T21:06+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328510_0:97:3067:1822_1920x0_80_0_0_11f2d1cecae08ef5c35f4237ff547a76.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ოპოზიციურ პარტიებთან პირდაპირ კავშირში დაადანაშაულა.ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულია 62 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.როგორც სპეციალურ ბრიფინგზე მმართველი პარტიის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გამოვლენილია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელთაგანაც 12 საქართველოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, ხოლო სამი – პარტია „ევროპულ საქართველოსთან“.მისი თქმით, პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში მითითებული ორგანიზაციების უმეტესობა გამოიყენებს ამ საშუალებებს, რათა ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინოს და შეცდომაში შეიყვანოს როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ადგილობრივი ამომრჩევლები.„ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია, არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან. ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას“, – აღნიშნა მიქანაძემ.მმართველი პარტიის ბრალდებებს ოპოზიციიდან უპასუხეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის თქმით, ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ პანდემიის გამო ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოში ვერ ჩამოვა.„ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი აპირებს არჩევნებზე დაკვირვებას. ამაში პრობლემა რა არის? არჩევნებზე დაკვირვებაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, როდესაც ადამიანები აყალბებენ არჩევნებს... თუ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აპირებს, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, ეს ძალიან კარგია, უნდა იდარდოს მან, ვინც აპირებს გაყალბებას და არა მან, ვინც აპირებს დაკვირვებას“, – განაცხადა ობოლაძემ.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210907/vin-apinansebs-eqs-remieris-partias-259382857.html
https://sputnik-georgia.com/20210908/kitxvis-nisnebi-arsebobs-ratom-ar-surt-narkotestis-cabareba-tbilisis-merobis-kandidatebs-259438366.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328510_254:0:2983:2047_1920x0_80_0_0_1558715574a691ae1b0f4048d787dd88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
„ქართული ოცნება“: ადგილობრივი დამკვირვებლების ნაწილი ოპოზიციასთანაა კავშირში
19:22 09.09.2021 (განახლებულია: 21:06 09.09.2021) მმართველი პარტია ეჭვობს, რომ ცესკოში დამკვირვებლებად დარეგისტრირებული 62 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 15 ოპოზიციასთან თანამშრომლობს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ოპოზიციურ პარტიებთან პირდაპირ კავშირში დაადანაშაულა.
ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულია 62 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.
როგორც სპეციალურ ბრიფინგზე მმართველი პარტიის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გამოვლენილია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელთაგანაც 12 საქართველოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, ხოლო სამი – პარტია „ევროპულ საქართველოსთან“.
„ხშირ შემთხვევაში მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს წარმოადგენს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდა კანონდარღვევით მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში მითითებული ორგანიზაციების უმეტესობა გამოიყენებს ამ საშუალებებს, რათა ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინოს და შეცდომაში შეიყვანოს როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ადგილობრივი ამომრჩევლები.
„ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია, არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან. ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მმართველი პარტიის ბრალდებებს ოპოზიციიდან უპასუხეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის თქმით, ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ პანდემიის გამო ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოში ვერ ჩამოვა.
„ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი აპირებს არჩევნებზე დაკვირვებას. ამაში პრობლემა რა არის? არჩევნებზე დაკვირვებაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, როდესაც ადამიანები აყალბებენ არჩევნებს... თუ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აპირებს, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, ეს ძალიან კარგია, უნდა იდარდოს მან, ვინც აპირებს გაყალბებას და არა მან, ვინც აპირებს დაკვირვებას“, – განაცხადა ობოლაძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.