ვინ აფინანსებს ექს-პრემიერის პარტიას: გახარიას პასუხი

© press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რათა დაფინანსების თვალსაზრისით ჩემი პარტიის სრული იზოლაცია მოეხდინა, აღნიშნა გახარიამ.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური გუნდის დაფინანსების წყარო დაასახელა.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ. გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.

„დღეისათვის პარტიას „საქართველოსთვის“ აფინანსებენ პარტიის წევრები, საშუალო დონის ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები. „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რათა დაფინანსების თვალსაზრისით ჩემი პარტიის სრული იზოლაცია მოეხდინა. ამის ფაქტებიც არსებობს, უბრალოდ ახლა ამისთვის არ მცალია. შეიძლება კონკრეტული შემთხვევების დასახელება, თუ როგორ ემუქრებიან კონრეტულ ადამიანებს, მაგალითად, შემოსავლების სამსახურის შეშვებით", – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოწირულობებით ლიდერობს „ქართული ოცნება“. მარტო 2–22 აგვისტოს პერიოდში მმართველი პარტიის ანგარიშზე 4 მლნ ლარზე მეტი ჩაირიცხა.
მეორე ადგილზეა გიორგი გახარიას პარტია. აღნიშნულ პერიოდში ოპოზიციურმა პარტიამ შემოწირულობების სახით 220,3 ათასი ლარი მიიღო. შემდეგ მოდის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 57,8 ათასი ლარი მიიღო.
ოპოზიციონერი დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
პარტია მანდატების გარეშე ყველაფერს დაკარგავს: მიღებულია კანონი პარტიის ფინანსების შესახებ
ბოლო გამოკითხვების თანახმად, სწორედ ეს პარტიები წარმოადგენენ რეიტინგების ლიდერებს.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მისი ძირითადი კონკურენტები იქნებიან თბილისის მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც კანდიდატად რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დაასახელა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. კანდიდატებმა გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 50% უნდა მიიღონ.
ყველა ახალი ამბავი
0