ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

© Official website of President of Azerbaijan Republicირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი
ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართულ–აზერბაიჯანული მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საკუთარ რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ღარიბაშვილი ბაქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ქართულ–აზერბაიჯანული მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.
Нагорный Карабах - последствия обстрела. Поврежденная машина в Степанакерте - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2020
მორიგება საფრთხეშია: ბაქო და ერევანი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს
ვიზიტის დღის წესრიგის შესაბამისად, ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან რიგ შეხვედრებსაც გამართავს.
ბაქოში ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
წაიკითხეთ ასევე:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში მიემგზავრება
რას განიხილავენ ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის სხდომაზე
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში
ყველა ახალი ამბავი
0