https://sputnik-georgia.com/20210929/qartul-azerbaijanuli-komisiissxdoma-baqosi-260002197.html
რას განიხილავენ ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის სხდომაზე
რას განიხილავენ ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის სხდომაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარდა ეკონომიკური კომისიის მუშაობაში მონაწილეობისა, აზერბაიჯანულ მხარესთან ასევე „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივას“ განიხილავს. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T14:33+0400
2021-09-29T14:33+0400
2021-09-29T18:41+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23632/08/236320892_0:188:3600:2213_1920x0_80_0_0_150bd7cc6ec1e122fe50ac745226668f.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.მისი განცხადებით, პრემიერის წინა ვიზიტის დროს მხარეები ეკონომიკური კომისიის მუშაობის აღდგენაზე შეთანხმდნენ და დღეს დარგობრივი თანამშრომლობის მიზნებსა და იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს განიხილავენ, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. როგორც მანამდე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ვიზიტის მთავარი თემა „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა“ გახდება.გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ის უახლოეს მომავალში ერევანში აპირებს გამგზავრებას, სადაც ამავე საკითხს სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან განიხილავს.24 სექტემბერს ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოდის წინადადებით – შეიქმნას „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა“, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეს ბაქოსა და ერევანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის თბილისში პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც მონაწილეობას დასავლელი პარტნიორებიც მიიღებენ.საქართველომ ივნისში შუამავლის ფუნქცია იკისრა, როცა ხელი შეუწყო დაკავებული 15 სომეხი ჯარისკაცის გათავისუფლებას, ასევე აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში დანაღმული ველების რუკის გადაცემას.წაიკითხეთ ასევე:
https://sputnik-georgia.com/20210927/tbilisi-seizleba-baqosa-da-erevnis-molaparakebebis-platforma-gaxdes-259935011.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23632/08/236320892_200:0:3400:2400_1920x0_80_0_0_a9b1f3f6c6339ba88c6ed522558d765a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რას განიხილავენ ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის სხდომაზე
14:33 29.09.2021 (განახლებულია: 18:41 29.09.2021) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარდა ეკონომიკური კომისიის მუშაობაში მონაწილეობისა, აზერბაიჯანულ მხარესთან ასევე „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივას“ განიხილავს.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მისი განცხადებით, პრემიერის წინა ვიზიტის დროს მხარეები ეკონომიკური კომისიის მუშაობის აღდგენაზე შეთანხმდნენ და დღეს დარგობრივი თანამშრომლობის მიზნებსა და იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს განიხილავენ, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ.
„მთავრობათშორისი კომისია არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პერსპექტივები თარგმნილი იყოს პრაქტიკულ განზომილებაში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. როგორც მანამდე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ვიზიტის მთავარი თემა „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა“ გახდება.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ის უახლოეს მომავალში ერევანში აპირებს გამგზავრებას, სადაც ამავე საკითხს სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან განიხილავს.
27 სექტემბერი 2021, 15:58
24 სექტემბერს ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოდის წინადადებით – შეიქმნას „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა“, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეს ბაქოსა და ერევანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის თბილისში პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც მონაწილეობას დასავლელი პარტნიორებიც მიიღებენ.
საქართველომ ივნისში შუამავლის ფუნქცია იკისრა, როცა ხელი შეუწყო დაკავებული 15 სომეხი ჯარისკაცის გათავისუფლებას, ასევე აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში დანაღმული ველების რუკის გადაცემას.