https://sputnik-georgia.com/20210919/saqartvelo-mzad-aris-daexmaros-turqetsa-da-somxets-urtiertobebis-mogvarebasi-259715433.html
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში
Sputnik საქართველო
თურქეთის ლიდერმა განაცხადა სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, თუ ის „გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს“ 19.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-19T16:30+0400
2021-09-19T16:30+0400
2023-07-20T15:52+0400
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/90/248539053_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_1e028ad47d0756f94c03bc49c10f2927.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს გაუგზავნა წინადადება, ანკარასა და ერევანს შორის დიალოგი თბილისის შუამავლობით დაიწყოს, განაცხადა თურქეთის ლიდერმა.ერდოღანმა ასევე განაცხადა სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, თუ ის ნახიჩევანთან სატრანსპორტო დერეფნის გახსნის მიმართულებით „გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს“.ადრე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბაქოს ბოლო ქმედებები სიუნიქის ოლქში კაპანი-გორისის გზაზე შეიძლება უკავშირდებოდეს ერევნის პოზიციას, რომელიც არ ეთანხმება სატრანსპორტო დერეფნის იდეას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებიდან ნახიჩევანის მიმართულებით. აგვისტოს ბოლოს სომხეთის უშიშროების სამსახურმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა ირანში მიმავალი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბლოკირებაში. შედეგად სომხეთსა და ირანში ასობით სატვირთო დაგროვდა. ასევე გაუქმდა სამგზავრო ავტობუსების რეისები თეირანი-ერევანი-თეირანის მიმართულებით. მოგვიანებით გზა გაიხსნა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/90/248539053_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_e6b342cfb664b72e0ea2edc4e930c519.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში
16:30 19.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თურქეთის ლიდერმა განაცხადა სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, თუ ის „გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს“
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს გაუგზავნა წინადადება, ანკარასა და ერევანს შორის დიალოგი თბილისის შუამავლობით დაიწყოს, განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, თუ ის ნახიჩევანთან სატრანსპორტო დერეფნის გახსნის მიმართულებით „გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს“.
„გაიხსნება თუ არა დერეფანი - ეს პოლიტიკური საკითხია. თუ შენ (სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი - რედ.) სერიოზულად ხარ განწყობილი ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის, მაშინ გარკვეული ნაბიჯებიც უნდა გადმოდგა. ჩვენ გახსნილი ვართ მოლაპარაკებებისთვის და ჩავატარებთ მათ. თუ ის ნამდვილად გულწრფელია და გვაჩვენებს ამ გულწრფელობას, დიალოგი შეიძლება დაიწყოს. იმედი მაქვს, დადებითი ნაბიჯები გადაიდგმება და დერეფანი გაიხსნება“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს აშშ-ში გამგზავრებამდე.
ადრე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბაქოს ბოლო ქმედებები სიუნიქის ოლქში კაპანი-გორისის გზაზე შეიძლება უკავშირდებოდეს ერევნის პოზიციას, რომელიც არ ეთანხმება სატრანსპორტო დერეფნის იდეას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებიდან ნახიჩევანის მიმართულებით. აგვისტოს ბოლოს სომხეთის უშიშროების სამსახურმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა ირანში მიმავალი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბლოკირებაში. შედეგად სომხეთსა და ირანში ასობით სატვირთო დაგროვდა. ასევე გაუქმდა სამგზავრო ავტობუსების რეისები თეირანი-ერევანი-თეირანის მიმართულებით. მოგვიანებით გზა გაიხსნა.