https://sputnik-georgia.com/20210928/qartuli-ocneba-amomrcevelta-xmebis-titqmis-naxevars-airebs-axali-gamokitxva-259984974.html
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის ნახევარს აიღებს: ახალი გამოკითხვა
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის ნახევარს აიღებს: ახალი გამოკითხვა
Sputnik საქართველო
გამოკითხვის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ხვალვე ამომრჩეველთა 49,6% დაუჭერს მხარს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 25,9%. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T21:38+0400
2021-09-28T21:38+0400
2021-09-28T22:56+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259892485_0:0:3637:2045_1920x0_80_0_0_0aef639249ac129de383fb60d3da5f31.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის ნახევარს აიღებს, ამას ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები მოწმობს.ჩატარებული კვლევით, კითხვაზე, „დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 49,6% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.ამ გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 25,9%-ს აგროვებს. მესამე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 5,3%.დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:პირდაპირი ინტერვიუს გზით 10-19 სექტემბერს ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის – +/-3,4%-ია.ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ზე მეტს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში – 2,5%-ზე მეტს.
https://sputnik-georgia.com/20210928/partiebisa-da-politikosebis-reitingi-kvleva-259971258.html
https://sputnik-georgia.com/20210926/romel-partias-miscemen-xmas-qartvelebi-ipsos-is-gamokitxva-arcevnebamde-erti-kvirit-adre-259912865.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259892485_0:0:2727:2045_1920x0_80_0_0_dc21d41578fd75b8b141d0c3ba1e6865.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის ნახევარს აიღებს: ახალი გამოკითხვა
21:38 28.09.2021 (განახლებულია: 22:56 28.09.2021) გამოკითხვის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ხვალვე ამომრჩეველთა 49,6% დაუჭერს მხარს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 25,9%.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის ნახევარს აიღებს, ამას ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები მოწმობს.
ჩატარებული კვლევით, კითხვაზე, „დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 49,6% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
28 სექტემბერი 2021, 16:40
ამ გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 25,9%-ს აგროვებს. მესამე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 5,3%.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 4,1%
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 2,7%
„ლელო საქართველოსთვის“ - 2,6%
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1,8%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - 0,9%
პირდაპირი ინტერვიუს გზით 10-19 სექტემბერს ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის – +/-3,4%-ია.
26 სექტემბერი 2021, 23:15
ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ზე მეტს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში – 2,5%-ზე მეტს.