Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

რომელ პარტიას მისცემენ ხმას ქართველები - IPSOS-ის გამოკითხვა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე

© photo: Sputnik / Stringerწინასაარჩევნო პლაკატები
წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
გამოკითხვის მიხედვით, პარტიებს შორის ლიდერობენ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატებს შორის - კალაძე და მელია
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ოპოზიციური „მთავარი არხის“ დაკვეთით ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?“ საქართველოს მასშტაბით რესპონდენტებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
„ქართული ოცნება“ - 35%
„ნაციონალური მოძრაობა“ - 30%
„საქართველოსთვის“ - 9%
„ევროპული საქართველო“ - 4%
„ხალხისთვის“ - 4%
„ლელო“ - 3%
„მესამე ძალა“ - 3%
ლეიბორისტული პარტია - 3%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%
„დროა“ - 1%
„მოქალაქეები“ - 1%
სხვა პარტიები - 3%
იგივე კითხვა თბილისელებს დაუსვეს. აქ ხმები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 33%
„ნაციონალური მოძრაობა“ - 27%
„გახარია საქართველოსთვის“ - 9%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 8%
„ლელო“ - 4%
ლეიბორისტული პარტია - 3%
„ევროპული საქართველო“ - 3%
„მესამე ძალა“ - 3%
„ხალხისთვის“ - 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 3%
„დროა“ - 3%
სხვა პარტიები - 1%
კითხვაზე - „როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?“ - რესპონდენტების 24%-მა უპასუხა - „სწორი“, 64%-მა - „არასწორი“.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კოალიციური მთავრობა სჭირდება, ხოლო 23% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
კითხვაზე „თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?“ რესპონდენტებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
კახი კალაძე - 41%
ნიკა მელია - 36%
გიორგი გახარია - 13%
ანა დოლიძე - 4%
ანა ბიბილაშვილი - 2%
დანარჩენი კანდიდატები - 4%
IPSOS-მა აღნიშნული კვლევა „მთავარი არხის" დაკვეთით 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0