იოდის დეფიციტის დადგენა ანალიზების გარეშე: ექიმი ასახელებს ნიშნებს

© Pixabay / Gustavo Fring ექიმი და პაციენტი
ექიმი და პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იოდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტია, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის გამომუშავების ძირითადი წყაროა.
თიროქსინი, თავის მხრივ, ორგანიზმისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ჰორმონია, რომელიც კოლოსალურ გავლენას ახდენს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს სითბურ გაცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმს იოდი აკლია, ადამიანი არაერთ უსიამოვნო სიმპტომს გრძნობს.
ახლად დაკრეფილი კიტრი  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
აუცილებლად მიირთვით: რატომ არის სასარგებლო მწარე კიტრი
ექიმების თქმით, იმის დადგენა, განიცდის თუ არა ორგანიზმი იოდის დეფიციტს, ანალიზების გარეშეც შეიძლება. ამის ყველაზე გავრცელებული და იოლად შესამჩნევი ნიშანი ქრონიკული დაღლილობაა — მოთენთილობა, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ასეთი მდგომარეობის თავისებურება ისაა, რომ დაღლილობა ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვით არ არის გამოწვეული და, შესაბამისად, ადამიანი ხანგრძლივი დასვენების შემთხვევაშიც კი დაღლილად გრძნობს თავს.
გარდა ამისა, იოდის დეფიციტის შემთხვევაში შეინიშნება იმუნიტეტის დაქვეითება – ადამიანი ბევრად ხშირად ავადმყოფობს.
იოდის ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ანემია, რაც ხასიათდება სიფერმკრთალით, თავბრუსხვევით, სისხლის ცუდი ცირკულაციით კიდურებში, თავის ტკივილებით.
ქალებს იოდის დეფიციტის დროს ერღვევათ მენსტრუალური ციკლი, რომელიც ან არასტაბილური ხდება, ან დიდი დროით წყდება.
ყავისფერი თვალები - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
როგორ მოვირჩინოთ ჯიბლიბო: ხალხური და ტრადიციული მეთოდები ექიმებისგან
იოდის დონეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ორსულებმა. სწორედ ამ ელემენტის რაოდენობაზეა დამოკიდებული არა იმდენად დედის ჯანმრთელობა, რამდენადაც თავად ნაყოფის განვითარება.
გამომდინარე იქიდან, რომ იოდი ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, მისი დეფიციტი ორგანიზმის ამ მნიშვნელოვან ფუნქციაზეც აისახება. ერთ-ერთი გამოვლინება — წონის მკვეთრი მატება და სახისა თუ სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებაა.
ექიმების თქმით, იმისათვის, რომ იოდის საშუალო სადღეღამისო ნორმა შეივსოთ, რაც ზრდასრული ადამიანისთვის 120-150 მიკროგრამია, აუცილებელია რაციონში ჩართოთ ზღვის თევზი, წყალმცენარეები, თევზის ქონი, იოდირებული მარილი, ხორცი, ხილი და რძის პროდუქტები.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზმში იოდის დონის დადგენა შარდის ანალიზით ხდება, რის შემდეგაც შესაძლოა ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია გახდეს საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0