https://sputnik-georgia.com/20210927/mware-kitri-ratom-da-rit-aris-sasargeblo-259928497.html
აუცილებლად მიირთვით: რატომ არის სასარგებლო მწარე კიტრი
აუცილებლად მიირთვით: რატომ არის სასარგებლო მწარე კიტრი
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმი დროდადრო „გენერალურ დასუფთავებას“ აწყობს, რათა თავი „ნაგვისგან“ გაითავისუფლოს, აცხადებს აშშ-ის... 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T13:09+0400
2021-09-27T13:09+0400
2021-09-27T16:46+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259928437_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_5df982188159779dc6952203db68de38.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმი დროდადრო „გენერალურ დასუფთავებას“ აწყობს, რათა თავი „ნაგვისგან“ გაითავისუფლოს, აცხადებს აშშ-ის ფუნქციონალური მედიცინის ინსტიტუტის (IFM) ბიოლოგი-გენეტიკოსი ირინა მალცევა.მისი თქმით, ამ პროცესს აუტოფაგია ეწოდება და ადამიანის ორგანოებიდან და ქსოვილებიდან იმ უჯრედების თვითლიკვიდაციას მოიაზრებს, რომლებიც ზედმეტად არის გაჯერებული საკუთარივე ნარჩენებით, ე.წ. ორგანელებით.როგორც გენეტიკოსი ამბობს, როდესაც ძველი, არასიცოცხლისუნარიანი უჯრედები იღუპება, ორგანიზმი ღეროვანი უჯრედებისგან ახალ სტრუქტურებს აყალიბებს და თავს იახალგაზრდავებს.მალცევას განმარტებით, არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესს აჩქარებს. ირკვევა, რომ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია კიტრი.გენეტიკოსის თქმით, გარდა კიტრის მწარე ნაწილებისა, უჯრედებს გაახალგაზრდავებაში ასევე ეხმარება ფიზალისის კენკრა, კურკუმა, კარგი ხარისხის სოიო (არა გენმოდიფიცირებული). ამ პროდუქტებში შემავალი ნივთიერებები „კარნახობენ“ გენებს, როგორ უნდა მოიქცნენ.ამასთან მალცევა ამბობს, რომ ბებერი და უფუნქციო უჯრედების თვითლიკვიდაციას ხელს უშლის სტრესი.
https://sputnik-georgia.com/20201225/kitris-mwnilis-wveni-sasargeblo-Tvisebebi-250450064.html
https://sputnik-georgia.com/20210628/kitri-Cucumis-sativus-Cucumber-252143520.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259928437_147:0:1684:1153_1920x0_80_0_0_c86c1849671be603392a34bceaf4441a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმი დროდადრო „გენერალურ დასუფთავებას“ აწყობს, რათა თავი „ნაგვისგან“ გაითავისუფლოს, აცხადებს აშშ-ის ფუნქციონალური მედიცინის ინსტიტუტის (IFM) ბიოლოგი-გენეტიკოსი ირინა მალცევა.
მისი თქმით, ამ პროცესს აუტოფაგია ეწოდება და ადამიანის ორგანოებიდან და ქსოვილებიდან იმ უჯრედების თვითლიკვიდაციას მოიაზრებს, რომლებიც ზედმეტად არის გაჯერებული საკუთარივე ნარჩენებით, ე.წ. ორგანელებით.
როგორც გენეტიკოსი ამბობს, როდესაც ძველი, არასიცოცხლისუნარიანი უჯრედები იღუპება, ორგანიზმი ღეროვანი უჯრედებისგან ახალ სტრუქტურებს აყალიბებს და თავს იახალგაზრდავებს.
მალცევას განმარტებით, არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესს აჩქარებს. ირკვევა, რომ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია კიტრი.
„კიტრის ქსოვილებში გამომუშავდება განსაკუთრებული ნივთიერებები — კუკურბიტაცინები, რომლებიც აძლევს კიდეც კიტრის „კუდებს“ მწარე გემოს. სწორედ ეს მწარე „კუდები“ უგზავნის ორგანიზმს სიგნალს, რომ ბებერი და ავადმყოფი, ანუ უკვე არაფუნქციონირებადი უჯრედები მოიშოროს. კიტრის მწარე ნაწილები ეხმარება ერთგვარი მექანიზმების ამუშავებას, რომლებიც აუტოფაგიას უწყობს ხელს“, — აღნიშნა მეცნიერმა.
გენეტიკოსის თქმით, გარდა კიტრის მწარე ნაწილებისა, უჯრედებს გაახალგაზრდავებაში ასევე ეხმარება ფიზალისის კენკრა, კურკუმა, კარგი ხარისხის სოიო (არა გენმოდიფიცირებული). ამ პროდუქტებში შემავალი ნივთიერებები „კარნახობენ“ გენებს, როგორ უნდა მოიქცნენ.
ამასთან მალცევა ამბობს, რომ ბებერი და უფუნქციო უჯრედების თვითლიკვიდაციას ხელს უშლის სტრესი.
„თუ ადამიანი სტრესშია, მაშინ არანაირ აუტოფაგიაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს. სტრესი ჩვენს ორგანიზმში თიშავს ყველა იმ სასარგებლო მექანიზმს, რომლებიც შეტევის მოსაგერიებლად ძალების მობილიზაციას ახდენს. და უჯრედების განახლების შესაძლებლობა გამოირიცხება“, — დაასკვნა ბიოლოგ-გენეტიკოსმა.