https://sputnik-georgia.com/20210906/jiblibo-mkurnalobis-xalxuri-da-tradiciuli-xerxebi-259358164.html
როგორ მოვირჩინოთ ჯიბლიბო: ხალხური და ტრადიციული მეთოდები ექიმებისგან
როგორ მოვირჩინოთ ჯიბლიბო: ხალხური და ტრადიციული მეთოდები ექიმებისგან
Sputnik საქართველო
ჯიბლიბო — ეს არის ინფექციური დაავადება, ანთება წამწამების ბოლქვში, რომელიც თავდაპირველად ქუთუთოს ოდნავ წითელ შეშუპებას ჰგავს, შემდეგ კი შეიძლება აბსცესიც... 06.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-06T17:27+0400
2021-09-06T17:27+0400
2023-07-21T10:26+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/77/242267779_0:120:1920:1200_1920x0_80_0_0_98c9ee1a9eee17fc98c97cde63455987.jpg
ჯიბლიბო — ეს არის ინფექციური დაავადება, ანთება წამწამების ბოლქვში, რომელიც თავდაპირველად ქუთუთოს ოდნავ წითელ შეშუპებას ჰგავს, შემდეგ კი შეიძლება აბსცესიც განვითარდეს. ჯიბლიბო არა მარტო უსიამოვნოდ გამოიყურება, არამედ ძლიერ დისკომფორტსაც იწვევს: ქავილს, წვას, ტკივილს ხამხამის ან შეხების დროს, ადამიანი მუდმივად გაღიზიანებულია იმ შეგრძნებით, რომ თვალში რაღაც უცხო სხეული აქვს.ექიმების თქმით, თუ ჯიბლიბოს დროულად არ უმკურნალებთ, შეიძლება მან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.რატომ ჩნდება ჯიბლიბო?ათიდან ცხრა შემთხვევაში ჯიბლიბოს სტაფილოკოკური ინფექცია, მაგალითად, ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერია იწვევს, რომლითაც, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ია ინფიცირებული. სპეციალისტების თქმით, ბაქტერიები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს, მაგრამ გარკვეულ პირობებში (ორგანიზმის ზოგადი გამოფიტვის, თვალის დაავადებებისა და სხვ.) ბაქტერია აღწევს წამწამების ფოლიკულებში ან ზეისის ცხიმოვან ჯირკვალში და იწვევს ანთებას.ჯიბლიბოს სხვა მიზეზები შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი და პარაზიტული ტკიპა დემოდექსი.ჯიბლიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია: იმუნიტეტის დაქვეითება, ცხიმიანი კანი, ორგანიზმის გაციება, ჰიგიენის დაუცველობა, შაქრიანი დიაბეტი, კონიუნქტივიტი, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ავიტამინოზი, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იაფფასიანი კოსმეტიკა და სხვ.ჯიბლიბო, როგორც წესი, გადამდები არ არის, მაგრამ თუ ჩირქი სხვა ადამიანის კანზე ან ლორწოვანაზე მოხვდა, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება მასაც განუვითარდეს.როგორ ვუმკურნალოთ ჯიბლიბოსადრეულ სტადიაზე ჯიბლიბოს მკურნალობის მეთოდები ხალხურ მედიცინაშიც არსებობს და, რაღა თქმა უნდა, ტრადიციულშიც. ექიმები რამდენიმე ყველაზე ქმედით ხერხს ასახელებენ.იმ შემთხვევაში, თუ ჯიბლიბო ხშირად გიმეორდებათ, აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს და გამოკვლევები ჩაიტაროთ. საქმე ისაა, რომ, მედიკოსების თქმით, ხშირი ჯიბლიბო სერიოზული დაავადებების მაუწყებელი შეიძლება იყოს. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ფარისებრ ჯირკვალს, იმუნურ სისტემას, კუჭ-ნაწლავის სისტემას ან შაქრიან დიაბეტს.
https://sputnik-georgia.com/20190207/rogor-vumkurnalot-jibliboebsa-da-Zirmagarebs-244244158.html
https://sputnik-georgia.com/20210224/mxedvelobisaRdgena-iaponuri-meTodiT-dReSi-mxolod-samwuTiani-varjiSi-250988868.html
https://sputnik-georgia.com/20210820/rogor-moqmedebs-koronavirusi-mxedvelobaze-252629239.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/77/242267779_216:0:1920:1278_1920x0_80_0_0_2f7924cd4e20ccb4404e5a1268beaf30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ჯიბლიბო — ეს არის ინფექციური დაავადება, ანთება წამწამების ბოლქვში, რომელიც თავდაპირველად ქუთუთოს ოდნავ წითელ შეშუპებას ჰგავს, შემდეგ კი შეიძლება აბსცესიც განვითარდეს.
ჯიბლიბო არა მარტო უსიამოვნოდ გამოიყურება, არამედ ძლიერ დისკომფორტსაც იწვევს: ქავილს, წვას, ტკივილს ხამხამის ან შეხების დროს, ადამიანი მუდმივად გაღიზიანებულია იმ შეგრძნებით, რომ თვალში რაღაც უცხო სხეული აქვს.
ექიმების თქმით, თუ ჯიბლიბოს დროულად არ უმკურნალებთ, შეიძლება მან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
ათიდან ცხრა შემთხვევაში ჯიბლიბოს სტაფილოკოკური ინფექცია, მაგალითად, ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერია იწვევს, რომლითაც, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ია ინფიცირებული. სპეციალისტების თქმით, ბაქტერიები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს, მაგრამ გარკვეულ პირობებში (ორგანიზმის ზოგადი გამოფიტვის, თვალის დაავადებებისა და სხვ.) ბაქტერია აღწევს წამწამების ფოლიკულებში ან ზეისის ცხიმოვან ჯირკვალში და იწვევს ანთებას.
ჯიბლიბოს სხვა მიზეზები შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი და პარაზიტული ტკიპა დემოდექსი.
ჯიბლიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია: იმუნიტეტის დაქვეითება, ცხიმიანი კანი, ორგანიზმის გაციება, ჰიგიენის დაუცველობა, შაქრიანი დიაბეტი, კონიუნქტივიტი, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ავიტამინოზი, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იაფფასიანი კოსმეტიკა და სხვ.
ჯიბლიბო, როგორც წესი, გადამდები არ არის, მაგრამ თუ ჩირქი სხვა ადამიანის კანზე ან ლორწოვანაზე მოხვდა, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება მასაც განუვითარდეს.
როგორ ვუმკურნალოთ ჯიბლიბოს
ადრეულ სტადიაზე ჯიბლიბოს მკურნალობის მეთოდები ხალხურ მედიცინაშიც არსებობს და, რაღა თქმა უნდა, ტრადიციულშიც. ექიმები რამდენიმე ყველაზე ქმედით ხერხს ასახელებენ.
მშრალი სითბო — შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი (და არა ცხელი!) ნივთები, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. მაგალითად, ტოპრაკში გამოკრული თბილი მარილი ან მოხარშული კვერცხი.
კომპრესები — ოღონდ აუცილებლად სტერილური, იქნება ეს ბამბა თუ ბინტი. დაასველეთ საფენი წყალში გაზავებულ სპირტში (პროპორცია 1:1), ან კალენდულის ნახარშში (1 სუფრის კოვზი კალენდულა 200 მლ წყალში — მზადდება ორთქლის აბაზაბაზე) და დაიტოვეთ თვალზე 15-20 წუთით.
გაწმენდა — ამისთვის გამოიყენება ფურაცილინის ხსნარი, რომელიც ინფექციის გავრცელებას აჩერებს და ამცირებს ანთებას. ფურაცილინით ჯიბლიბოს დამუშავება რამდენიმესაათიანი ინტერვალით შეიძლება.
თვალის წვეთები ანტიბიოტიკებზე — ამგვარი წვეთები დღეში სამ-ექვსჯერ შეგიძლიათ ჩაიწვეთოთ, რათა მიკრობები მოსპოთ და პროცესის გავრცელება შეაჩეროთ. საამისოდ კარგია: ალბუციდის, ტობრისის, ფუციტალმიკის, ვიგამოქსისა და ლევომიცეტინის წვეთები.
მალამოები — ჯიბლიბოს ანტიბაქტერიციდული მკურნალობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის მალამოები: ფლოქსალი, მაქსიდექსი, ტეტრაციკლინისა და გენტამიცინის მალამოები. ასევე ლევომეკოლი, ეუბეტალი და ტობრექსი. როგორც წესი, მალამოს ღამით ისვამენ, ვინაიდან მხედველობას უშლის ხელს.
იმ შემთხვევაში, თუ ჯიბლიბო ხშირად გიმეორდებათ, აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს და გამოკვლევები ჩაიტაროთ. საქმე ისაა, რომ, მედიკოსების თქმით, ხშირი ჯიბლიბო სერიოზული დაავადებების მაუწყებელი შეიძლება იყოს. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ფარისებრ ჯირკვალს, იმუნურ სისტემას, კუჭ-ნაწლავის სისტემას ან შაქრიან დიაბეტს.