https://sputnik-georgia.com/20210928/berlini-tea-jorjazis-gamopenas-maspinzlobs-259975613.html
ბერლინი თეა ჯორჯაძის გამოფენას მასპინძლობს
ბერლინი თეა ჯორჯაძის გამოფენას მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ჯორჯაძის ნამუშევრები ბერლინის მუზეუმის იმ ისტორიულ ნაწილშია წარმოდგენილი, სადაც ერთ დროს ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T17:40+0400
2021-09-28T17:40+0400
2021-09-28T21:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24000/01/240000129_0:8:2001:1133_1920x0_80_0_0_6c2b10549d905833d1873aa1d15f7537.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სკულპტორისა და ილუსტრატორის თეა ჯორჯაძის გამოფენა All Building As Making ბერლინის გროპიუს-ბაუს (Gropius-Bau) მუზეუმში გაიხსნა და მომავალი წლის 22 იანვრამდე გაგრძელდება.ჯორჯაძე პირველ სოლო-გამოფენაზე იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს, წარმოადგენს ინსტალაციების ახალ სერიებსა და სკულპტურულ ნამუშევრებს.პროექტი წარმოდგენილია გამოყენებითი ხელოვნების საშუალებით, აგებული ვიზუალური ჩვენების ტექნიკით – ვიტრინებით და სვეტებით. თაბაშირი, ლითონი, ქაფი, ტექსტილი, ხე და პაპიე-მაშე – თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ერთდროულად გამორჩეულია მასალათა დახვეწილი შეხამებით. „თეა ჯორჯაძის შემოქმედება აჩვენებს, თუ როგორ ხდება ისტორიისა და ინსტიტუციური მეხსიერების კომუნიკაცია ყოველდღიური მასალების, საგნებისა და მეთოდების წარმოჩენით. ჯორჯაძის გამოფენით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ბერლინის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანის მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ხელოვნებაში“, – განაცხადა Gropius-Bau-ს დირექტორმა სტეფანი როზენტალმა.თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ბერლინის მუზეუმის იმ ისტორიულ ნაწილშია წარმოდგენილი, სადაც ერთ დროს ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი.
https://sputnik-georgia.com/20210927/levan-sonrulasvilis-gamofena-259931692.html
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24000/01/240000129_114:0:1671:1168_1920x0_80_0_0_a640131f58296cd2b3f65dd54cf27c43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, გერმანია
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, გერმანია
ბერლინი თეა ჯორჯაძის გამოფენას მასპინძლობს
17:40 28.09.2021 (განახლებულია: 21:45 28.09.2021) ჯორჯაძის ნამუშევრები ბერლინის მუზეუმის იმ ისტორიულ ნაწილშია წარმოდგენილი, სადაც ერთ დროს ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სკულპტორისა და ილუსტრატორის თეა ჯორჯაძის გამოფენა All Building As Making ბერლინის გროპიუს-ბაუს (Gropius-Bau) მუზეუმში
გაიხსნა და მომავალი წლის 22 იანვრამდე გაგრძელდება.
ჯორჯაძე პირველ სოლო-გამოფენაზე იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს, წარმოადგენს ინსტალაციების ახალ სერიებსა და სკულპტურულ ნამუშევრებს.
პროექტი წარმოდგენილია გამოყენებითი ხელოვნების საშუალებით, აგებული ვიზუალური ჩვენების ტექნიკით – ვიტრინებით და სვეტებით. თაბაშირი, ლითონი, ქაფი, ტექსტილი, ხე და პაპიე-მაშე – თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ერთდროულად გამორჩეულია მასალათა დახვეწილი შეხამებით.
27 სექტემბერი 2021, 15:29
„თეა ჯორჯაძის შემოქმედება აჩვენებს, თუ როგორ ხდება ისტორიისა და ინსტიტუციური მეხსიერების კომუნიკაცია ყოველდღიური მასალების, საგნებისა და მეთოდების წარმოჩენით. ჯორჯაძის გამოფენით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ბერლინის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანის მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ხელოვნებაში“, – განაცხადა Gropius-Bau-ს დირექტორმა სტეფანი როზენტალმა.
თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ბერლინის მუზეუმის იმ ისტორიულ ნაწილშია წარმოდგენილი, სადაც ერთ დროს ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი.