https://sputnik-georgia.com/20210927/levan-sonrulasvilis-gamofena-259931692.html
გამორჩეული ქართველი მხატვრის გამოფენა: თბილისი ლევან სონღულაშვილს მასპინძლობს
გამორჩეული ქართველი მხატვრის გამოფენა: თბილისი ლევან სონღულაშვილს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული თავის ნამუშევრებს დიდი ხნის შემდეგ პირველად წარმოადგენს თბილისში. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T15:29+0400
2021-09-27T15:29+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23635/31/236353163_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_69a799e881db428e5f4e1fc7c02abc96.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პერსონალური გამოფენა Triptychos დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 8 ოქტომბერს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.Triptychos – „ტრიპტიქი“ სამი ნაწილისგან შემდგანი ნამუშევარია, რომელიც მხატვრის ეგზისტენციალური მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური ტრანფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება. გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციას, ფერწერასა და ბგერას. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის.ქართველი მხატვარი აშშ–ში საუკეთესოდ დაასახელეს>>გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება და ის 7 ნოემბრამდე გასტანს. ექსპოზიციას წარმოადგენს Window Project.ლევან სონღულაშვილი — 30 წლის თბილისელია. 2014 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სამაგისტრო კურსის გავლის მიზნით თბილისიდან აშშ–ში საცხოვრებლად გადავიდა როგორც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი.სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.ლევან სონღულაშვილი 2017 წელს პირველი ქართველი მხატვარი გახდა, რომლის ნამუშევრებიც ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციისთვის შეარჩიეს. ახლა ქართველი მხატვრის ნამუშევრები ინახება ისეთი დიდი ოსტატების გვერდით, როგორიც არიან ანრი მატისი, პაბლო პიკასო, პოლ გოგენი.ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ბრუკლინის მუზეუმში დაიმკვიდრეს ადგილი>>2018 წლის იანვარში სონღულაშვილი სათავეში ჩაუდგა ამერიკული პორტალის Artistaday 2017 წლის საუკეთესო ვიზუალური არტისტების რეიტინგს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23635/31/236353163_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_691e35a244fcc43fdc27f19dda5ab787.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, აშშ
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, აშშ
გამორჩეული ქართველი მხატვრის გამოფენა: თბილისი ლევან სონღულაშვილს მასპინძლობს
15:29 27.09.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული თავის ნამუშევრებს დიდი ხნის შემდეგ პირველად წარმოადგენს თბილისში.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პერსონალური გამოფენა Triptychos დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 8 ოქტომბერს გაიხსნება,
ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Triptychos – „ტრიპტიქი“ სამი ნაწილისგან შემდგანი ნამუშევარია, რომელიც მხატვრის ეგზისტენციალური მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური ტრანფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება. გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციას, ფერწერასა და ბგერას. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის.
გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება და ის 7 ნოემბრამდე გასტანს. ექსპოზიციას წარმოადგენს Window Project.
ლევან სონღულაშვილი — 30 წლის თბილისელია. 2014 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სამაგისტრო კურსის გავლის მიზნით თბილისიდან აშშ–ში საცხოვრებლად გადავიდა როგორც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი.
სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.
ლევან სონღულაშვილი 2017 წელს პირველი ქართველი მხატვარი გახდა, რომლის ნამუშევრებიც ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციისთვის შეარჩიეს. ახლა ქართველი მხატვრის ნამუშევრები ინახება ისეთი დიდი ოსტატების გვერდით, როგორიც არიან ანრი მატისი, პაბლო პიკასო, პოლ გოგენი.
2018 წლის იანვარში სონღულაშვილი სათავეში ჩაუდგა ამერიკული პორტალის Artistaday 2017 წლის საუკეთესო ვიზუალური არტისტების რეიტინგს.