ქართველი მხატვარი აშშ–ში საუკეთესოდ დაასახელეს

© Facebook / Levan Songulashvili Artლევან სონღულაშვილი
ლევან სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარ ლევან სონღულაშვილის ნამუშევრების მთავარი თემაა კაცობრიობის მომავალი

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი, რომელიც აშშ–ში ცხოვრობს და მუშაობს, ამერიკული პორტალის Artistaday 2017 წლის საუკეთესო ვიზუალური არტისტების რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.

Artistaday – ესაა ონლაინ–ადგილი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე პროფესიონალ მხატვრებს მთელი მსოფლიოდან დევიზით „ჩვენ ვაკავშირებით ხელოვნების მოყვარულ ადამინებს და მათ, ვინც ყოველდღე ქმნის ხელოვნებას“. პორტალი უნიკალური შანსია მხატვრების ფართო აუდიტორიასთან, ასევე მათი შემოქმედების წამყვანი კურატორებისა და გალერეებისთვის გასაცნობად. Artistaday უკვე შვიდი წელია, რაც არსებობს. მის ბაზაშია სხვადასხვა ქვეყნის 3 249 მხატვარი.

ლევან სონღულაშვილის შემოქმედების დასახასიათებლად Artistaday–ს ქართველი მხატვრის ციტატა მოჰყავს „მაღელვებს ცხოვრების საიდუმლოებები და მისტერიები, მათი წარმოშობა, უსასრულო ციკლები და რეგენერაციები. და ვსვამ კითხვას ამჟამინდელ ცივილიზაციაზე, რომელშიც ვიმყოფებით: რა იქნება კაცობრიობის მომავალი? ის, რაც პრობლემატიკაა მეცნიერებისთვის, მეც მიტაცებს და მიზიდავს“. 

„ზაფხული სოხუმში - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის ტილო „სოთბისის“ აუქციონზე გაიყიდება

Artistaday–ს 2017 წლის საუკეთესო მხატვრების ტოპ–ათეულში მეორე ადგილზეა იკა ბრუკმანი (Ika Broukman) ისრაელიდან, მესამეზე და მეოთხეზე – არმანდო კაბა (Armando Cabba) და ზაქარი გოდრილოტ–როი (Zacharie Gaudrillot-Roy) საფრანგეთიდან, მეხუთეზე – მატეო მაურო (Matteo Mauro) დიდი ბრიტანეთიდან.

შემდეგი ადგილები დაიკავეს: კანადელმა ერიკ ნადომ (Eric Nado), ამერიკელმა ეიდენ კრინგენმა (Aiden Kringen), ბრაზილიელმა ალექს სენამ (Alex Senna), ემი ლასკინმა (Amy Laskin) იამაიკიდან და იენ ლევინმა (Yen Lewin) ნიუ–იორკიდან.

ლევან სონღულაშვილი — 26 წლის თბილისელია. 2014 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სამაგისტრო კურსის გავლის მიზნით წავიდა აშშ-ში, როგორც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი.

სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაცაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.

სონღულაშვილი პირველი ქართველი მხატვარია, ვისი ნამუშევრებიც ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციისთვის შეირჩა. მისმა ნახატებმა დაიმკვიდრეს ადგილი სახვითი ხელოვნების ისეთი დიდი ოსტატების ნამუშევრების გვერდით, როგორიც არიან ანრი მატისი, პაბლო პიკასო და პოლ გოგენი.

 

ყველა ახალი ამბავი
0