დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 სექტემბერი

© Pixabay / GLadyშემოდგომის ფოთოლი
შემოდგომის ფოთოლი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 26 სექტემბერია, კვირა. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 სექტემბერი>>
დღე მერყევი და მშფოთვარე ემოციური ფონით ჩაივლის. ბევრისთვის ცხოვრების ყველა სფეროში – სამუშაოდან პირად ცხოვრებამდე წინა პლანზე წამოიწევს სურვილები და არა გონივრული მსჯელობა. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილი იქნება წამიერ სურვილებზე აყოლა და ძალიან რთული – ცდუნებებთან გამკლავება. გარდა ამისა, არის რისკი, რომ სხვების გავლენის ქვეშ მოექცეთ, ამიტომ მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, ვისაც კარგად არ იცნობთ ან მათ გვერდით ყოფნა გაღიზიანებთ.
ვერძი: კომუნიკაბელურობის წყალობით საერთო ენის გამონახვას ნებისმიერთან შეძლებთ. ძალზე ქარიზმატული ხართ და შეგიძლიათ თანამოსაუბრის ყურადღება მიიპყროთ, „გადასდოთ“ მას თქვენი ენთუზიაზმი. აქედან გამომდინარე, დიდი შანსები გაქვთ, რომ წინ წაიწიოთ კარიერულ კიბეზე, ბრწყინვალედ გამართოთ მოლაპარაკებები. ამაზე საუკეთესო დღეს ვერ იპოვით იმისთვის, რომ გრძნობებში გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
კურო: დღეს ფულთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან უზრუნველი დამოკიდებულება გქონდეთ. ავანტიურული ნაპერწკალი გიბიძგებთ დაუფიქრებელი ხარჯების, ფულის ფლანგვის, თანხის სარისკო პროექტებში ჩადებისკენ. ამასთან, ძალიან იოლად შეიძლება აღმოჩნდეთ თაღლითების კლანჭებში. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, თუ გინდათ, რომ ფული ქარს არ გაატანოთ, ყურადღება გააასმაგეთ, გააკონტროლეთ თითოეული ნაბიჯი. საყიდლები კი სხვა დროისთვის გადადეთ.
ტყუპი: საქმეები ძალიან ადვილად, თითქოს თავისთავად გამოგივათ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ბარიერების გარეშე ჩაივლის. უბრალოდ, დღეს სულ იოლად შეგიძლიათ დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა ან მათი გადალახვა დიდი ძალისხმევის გარეშე. ამაში ძალიან დაგეხმარებათ ინტუიცია, რომელიც სათანადო სიმაღლეზეა და ასევე კარგი განწყობა, ოპტიმიზმი. როგორც ცნობილია, პოზიტიური განწყობით ადამიანს მთების გადადგმა შეუძლია.
კირჩხიბი: დღეს ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებით იქნებით სავსე. სურვილი გაქვთ, რომ ამ ემოციებს არ აჰყვეთ, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ემოციური ფონი გიბიძგებთ მოქმედებებისა და გრძნობების სპონტანურობისკენ. ამის გამო თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს ყველასთვის და მათ შორის, თქვენთვისაც. თუ არ გინდათ, რომ იმპულსური ნაბიჯების გამო შეცდომები დაუშვათ, მთელი დღე მოგიწევთ საკუთარი თავის გაკონტროლება.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
ლომი: დღეს ჩვეულებრივზე მეტად ეჭვიანი ხართ, ცდილობთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია კარგად შეამოწმოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ თქვენი შეცდომაში შეყვანა და საკუთარ ინტერესებში გამოყენება შეძლოს. გაერკვევით, ვის სურს თქვენი მოტყუება და ვინაა გულწრფელი თქვენთან დამოკიდებულებაში. დღევანდელი გადაწყვეტილებები ფუჭი იმედებისგან გიხსნით. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
ქალწული: დღეს ძალიან გჭირდებათ რამე სიახლე – თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვრები არა აქვს. ყველაზე კარგად გამოგივათ სწავლა, სამეცნიერო მუშაობა, ახალი გამოცდილების მიღება. დღის პირველ ნახევარში იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ხოლო მეორე ნახევარი თანამშრომლობისთვის იდეალური პერიოდია. ხართ მიზანსწრაფული და ამის წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ამასთან, მშვენიერი თანამოსაუბრის ამპლუაშიც გამოიჩენთ თავს.
სასწორი: ხართ საქმიანი და მტკიცედ განწყობილი, ჩანაფიქრზე უარს არ ამბობთ და ნებისმიერ შემთხვევაში აღწევთ მიზანს. დღის პირველი ნახევარი შრომისთვის, ხოლო მეორე ნახევარი დასვენებისთვის გამოიყენეთ. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები, ადამიანების გაცნობა. არაა გამორიცხული, რომ მათთან ურთიერთობებისას საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ. ამასთან, ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მორიელი: მიუძღვენით ეს დღე სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს. გაქვთ შანსი, რომ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს მიაღწიოთ, გადაჭრათ საკითხი, რომელმაც ბევრი შეიყვანა ჩიხში. ბევრი თქვენგანი შესანიშნავად გაუმკლავდება თავის საქმეებს და სხვის დახმარებასაც მოასწრებს. დღის პირველი ნახევარში შედარებით მშვიდი იქნება, ხოლო მეორე ნახევარში გელოდებათ სასიამოვნო ორომტრიალი, მხიარულება. შესაძლებელია მოუდლონელი შეხვედრები.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა, რომელიც ნაყოფიერიც იქნება და საინტერესოც. გექნებათ საშუალება, რომ მოინახულოთ უჩვეულო ადგილები, გაიცნოთ უჩვეულო ადამიანები. ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ, ყურადღებას მიაქცევთ იმას, რაზეც ადრე არასდროს დაფიქრებულხართ. რთულ საქმეებსაც კი სწრაფად გაუმკლავდებით. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.
თხის რქა: მშფოთვარე დღეა. გგონიათ, რომ უამრავი რამ უნდა გააკეთოთ და თან არ იცით, საიდან უნდა დაიწყოთ. მაგრამ თუ სხვა ასეთ ვითარებაში შეიძლება დაბნეულიყო, თქვენ შესანიშნავად უმკლავდებით ყველაფერს. ხართ ძალზე დაკვირვებული და ამჩნევთ ისეთ დეტალებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება უცნაური რაღაცები მოხდეს, რომელიც გაგაკვირვებთ, მაგრამ, ამავე დროს, გაგახარებთ. შეიძლება მოხდეს ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში
მერწყული: იღბლიანი დღე გაქვთ, რომელიც მიესადაგება როგორც მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას, ისე ყოველდღიური საქმეების მოგვარებას. ხართ ყურადღებიანი წვრილმანების მიმართ, ამიტომ მცირე შეცდომასაც კი არ უშვებთ. შესაძლოა უჩვეულო წინადადება მიიღოთ. თავიდან ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ უარის თქმის საბაბიც არ გექნებათ. კარგი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის. არ არის გამორიცხული საჩუქრების მიღებაც.
თევზები: არცთუ ნაყოფიერი დღეა, მაგრამ, სამაგიეროდ, გაქვთ დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება. შეგიძლიათ მშვიდად დააწყოთ სამომავლო გეგმები – სწორად აფასებთ საკუთარ ძალებს, ღრუბლებში არ დაცურავთ და ცრუ იმედებით არ ხართ გაჯერებული. პრაქტიკული, გონივრული ხედვების წყალობით შეგიძლიათ ისეთი რამ გააკეთოთ, რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. საღამოს არ არის გამორიცხული, რომ წარსულის ნოსტალგიური მოგონებები მოგეძალოთ.
ყველა ახალი ამბავი
0