დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 სექტემბერი

© Courtesy of Elizabeth Joudroშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 25 სექტემბერია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
სასიახრულო დღეა მათთვის, ვინც მნიშვნელოვან კითხვებზე მარტივ პასუხებს არ ელის და მიუხედავად სირთულეებისა, ჭეშმარიტებას ეძებს. გაჩნდება შანსი, რომ ბევრი რამ გაიგოთ საკუთარი თავისა და სხვების შესახებ, გაერკვეთ გრძნობებში, სიცხადე შეიტანოთ ბუნდოვან მინიშნებებში. შესაძლებელია ახლობლებთან სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის განხილვა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი>>
ვერძი: მარტივი და უღრუბლო დღე არ გელოდებათ, მაგრამ არც ისეთი პრობლემები გაჩნდება, რომლებიც განწყობას გაგიფუჭებთ ან ჩანაფიქრზე უარს გათქმევინებთ. კარგად იცით, რისი მიღწევა გინდათ და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებთ. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც ბოლო დროს ძალიან მოგენატრათ. კარგი დღეა ძველი მეგობრობის აღსადგენად, შესარიგებლად ადამინებთან, ვისთანაც კონფლიქტი მოგივიდათ.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
კურო: კარგი დღეა იმისთვის, რომ პირადად თქვენთვის სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხს მიხედოთ. მაგალითად, გაიხსენოთ საქმე, რომლის გასაკეთებლადაც დრო არ გყოფნიდათ. ახლა მოახერხებთ მასზე ყურადღების კონცენტრირებას და საჭირო შედეგის მიღებას. ახლობელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ. ხანდახან ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ ირგვლივ მყოფებმა დახმარება შემოგთავაზონ.
ტყუპი: საკმაოდ მშფოთვარე, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ხანგრძლივ კამათს, ფუჭ საუბრებს – ამაზე დროს ნუ დაკარგავთ. გექნებათ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანის დახმარების შესაძლებლობა. შესაძლოა, გადაჭრათ რაღაც ოჯახური პრობლემა. თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, ნივთებთან ფრთხილად იყავით – არაა გამორიცხული, რამე დაგეკარგოთ.
კირჩხიბი: დილით არ ღირს არანაირი სერიოზული საკითხების განხილვა, განსაკუთრებით, თუ მათზე პასუხი არ გაქვთ. ამ პერიოდში წვრილმანის გამოც კი შეიძლება კონფლიქტი წარმოიშვას. დროთა განმავლობაში მომძლავრდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და გარშემომყოფებთან სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება გამარიტვდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, მოგეცემათ მიზნის მიღწევის შანსი.
ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2019
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან
ლომი: კარგი დღეა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს და შესაძლებელია ფანტაზიის გამოვლენა. მოგწონთ მიზნისკენ ახალი, საკუთარი გზის ძიება, რაც ზოგიერთისთვის ზოგჯერ გაუგებარი იქნება, მაგრამ ისინი გენდობიან და განმარტებებს არ მოითხოვენ თქვენგან. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შეხვედრებისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და კარგი ამბების გაგება.
ქალწული: მტკიცე განწყობის წყალობით წარმოუდგენლის მიღწევას შეძლებთ. მაგრამ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის – ძალაცა და დროც, დიდი ალბათობით, ყველაფერზე არ გეყოფათ. ამიტომ ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი შეარჩიოთ. დღის პირველ ნახევარში უფრო მარტივი იქნება დამოუკიდებლად მოქმედება, ხოლო მეორე ნახევარში – თანამოაზრეებთან ერთად. ეს პერიოდი თანამშრომლობისთვის ძალზე ხელსაყრელია.
სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ გარშემომყოფები ჩვეულებრივზე ხშირად მოგმართავენ რჩევისა და დახმარებისთვის. ცდილობთ, მათი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. ყურადღებით უნდა იყოთ ფულთან და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. დღეს ფულის ფლანგვის ხასიათზე ხართ და შეიძლება თანხა ისეთ რამეში დახარჯოთ, რაც არ გესაჭიროებათ.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მორიელი: ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან, ზოგადად, ურთიერთობების დროს. ამ საკითხებში ინტუიცია საერთოდ თქვენი დიდი დამხმარეა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, თქვენი გულისხმა „ღრმა ძილშია“. არის რისკი, რომ ენდოთ მას, ვინც ამას არ იმსახურებს, ან მანიპულატორების ხელში აღმოჩნდეთ. გქონდეთ ახლობლების იმედი – ისინი გვერდში ამოგიდგებიან. საღამოს დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს – მას, შესაძლოა, თქვენი დახმარება სჭირდება.
მშვილდოსანი: იმდენად მონდომებითა და მიზანსწრაფვით ეჭიდებით ნებისმიერ საქმეს, რომ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. ადამიანები სიამოვნებით გეხმარებიან, თუმცა ზოგიერთი უანგაროდ არ აკეთებს ამას. დღის პირველ ნახევარს ჩვეულ საქმეებს მოანდომებთ, ხოლო მეორე ახალი და საინტერესო ამოცანების გადაჭრის დროა. კარგი პერიოდია სწავლისთვის – გაძლიერებულია თქვენი მეხსიერება.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრებისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ ისეთი თემებიც, რომლებზეც აქამდე კამათი გიწევდათ. ამჯერად სწრაფად დაარწმუნებთ თანამოსაუბრეს თქვენი აზრის სისწორეში და მალე იპოვით ყველასთვის მოსაწონ გადაწყვეტილებას. დღის მეორე ნახევარში კაშკაშა შთაბეჭდილებების მიღება გელოდებათ. არ არის გამორიცხული მოულოდნელი გამგზავრება, რაც კარგად დაგამახსოვრდებათ.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: დილით დრო ორომტრიალის გარეშე, დიდი ალბათობით, არ ჩაივლის. ბევრი რამ გაქვთ მოსასწრები, მაგრამ ვერ გაგირკვევიათ, პირველი რა გააკეთოთ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ, რადგან გარშემომყოფები შეიძლება ვერ დაგეხმარონ. მთავარია, გაარკვიოთ პრიორიტეტული საქმე და შემდეგ ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. ბევრ თქვენგანს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.
თევზები: ხელსაყრელი დღეა, რომელიც მნიშვნელოვან საქმეებში წარმატებების მიღწევის შესაძლებლობას გაძლევთ. ამის გაკეთება უფრო მარტივი იქნება, თუ არაფერს გადადებთ სამომავლოდ და დილის საათებს ნაყოფიერად გამოიყენებთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმებში გასარკვევად – რისი მიღწევა გინდათ სინამდვილეში და როგორ გააკეთოთ ეს. დაგეხმარებიან გვერდით მყოფი ადამიანები.
ყველა ახალი ამბავი
0