დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი

© Pixabay / stuxსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 24 სექტემბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
შფოთვითა და მღელვარებით აღსავსე დღეა, მაგრამ არც რამე სერიოზული სირთულეები და პრობლემებია მოსალოდნელი. დღეს ბევრს გაუჭირდება საკუთარ გრძნობებში, პრიორიტეტებში გარკვევა. ამის გამო ხან ერთ საქმეს შეეჭიდებიან, ხან მეორეს. თუ ემოციებს გაუმკლავდებით, მაშინ წარმატებებსაც მიაღწევთ. კარგი იქნება თანამშრომლობა გარშემომყოფებთან, რომელიც თანდათანობით შეიძლება მეგობრობაში გადაიზარდოს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 სექტემბერი>>
ვერძი: ვინმეზე ან რამეზე ზრუნვა დღეს თქვენი მამოძრავებელი ძალაა. არ კმაყოფილდებით საკუთარი საქმეებით და სხვისაში ერევით, თან ხანდახან უტაქტოდ. ირგვლივ მყოფნი მწვავედ რეაგირებენ თქვენს შენიშვნებზე. უნდა მოერიდოთ ღია კონფლიქტებს. ამაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. ყურადღებით უნდა იყოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ფინანსებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
კურო: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხებზე იფიქროთ, ეცადოთ მათ გადაწყვეტას. თქვენი ზუსტი დასკვნები ბევრს გააოცებს. რთულ სიტუაციაში აღმოჩენილები თქვენ მოგმართავენ რჩევისთვის. გექნებათ პროფესიული პოზიციების გამტკიცების შანსი. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. შეგიძლიათ დაგეგმოთ ოჯახური ან მეგობრული ღონისძიებები.
ტყუპი: გახსოვდეთ, რომ პირველ შთაბეჭდილებას ყოველთვის არ უნდა ენდოთ. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს, განსაკუთრებით თუ ისინი თქვენს დაინტერესებას ცდილობენ რამით. ხელსაყრელი დღეა სამუშაო საკითხების გადასაჭრელად. დღის პირველ ნახევარში შეძლებთ გეგმის მიხედვით მოქმედებას, მაგრამ მეორე ნახევარში იმპროვიზირება მოგიწევთ, რასაც შესანიშნავად გაუმკლავდებით.
კირჩხიბი: გეძლევათ შანსი, რომ გარშემომყოფები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ განახორციელოთ დიდი ხნის ჩანაფიქრი. შუადღე ძალზე ნაყოფიერად ჩაივლის. მოგვიანებით წინა პლანზე გამოვა საოჯახო საქმეები. შეგიძლიათ ახლობლებთან ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაილაპარაკოთ. თუ ადრე უთანხმოებები გქონდათ, დღეს შეძლებთ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებას.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2018
ზოდიაქოს ნიშნების სანუკვარი ფარული ოცნებები
ლომი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღის პირველ ნახევარში მღელვარება აიცილოთ თავიდან. მიიღებთ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და ვერ იგებთ, რას უნდა დაუჯეროთ. სიმართლე მოგვიანებით გაირკვევა, მანამდე კი არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და კარდინალურად არ შეცვალოთ გეგმები. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება. საღამოს არაერთი საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ.
ქალწული: დილით არის შანსი, რომ რთულ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ყურადღებას აქცევთ იმას, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, სწავლობთ სხვების შეცდომებზე. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერი იქნება, მაგრამ მოგეცემათ დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება. ეს პერიოდი კარგია ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
სასწორი: მრავალფეროვანი დღე გელოდებათ, რაც გაგახარებთ. სულ არ გინდათ უსაქმოდ ყოფნა. ენთუზიაზმით ეკიდებით ყველაფერ ახალს, ხელიდან არ უშვებთ საკუთარი ტალანტის წარმოჩენის შანსს. ადამიანები დააფასებენ თქვენს შესაძლებლობებს. შესანიშნავი დღეა შეხვედრებისთვის, რომელიც, სჯობს, არაფორმალურ გარემოში გამართოთ. შეგიძლიათ განიხილოთ რთული საკითხები. კარგ შედეგებს მიიღებთ.
მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები
მორიელი: მოასწრებთ უამრავი საქმის გაკეთებას, დიდი ხნის წინ დაწყებული დამთავრებას და არაერთმნიშვნელოვანი ვითარებიდან გამოსვლას. შესაშურია თქვენი ტემპი, ბადალი არ გყავთ. მაგრამ ხანდახან დასვენებაც საჭიროა, აუცილებლად გამონახეთ ამისთვის დრო დღის მეორე ნახევარში. ძალიან გაგახარებთ შეხვედრა მეგობრებთან. ახალი ნაცნობები თქვენთან დამეგობრებას მოინდომებენ.
მშვილდოსანი: ბევრი საინტერესო საქმე გექნებათ გასაკეთებელი. ხშირად ეჭიდებით იმას, რაც სხვარ არ გამოუვიდა და შესანიშნავ შედეგებს იღებთ. არ არსებობს იდეა, რომელსაც დღეს ვერ განახორციელებთ, მაგრამ სანამ რამე რთულ და მასშტაბურ პროექტზე დახარჯავთ ძალებს, მანამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ. არაა გამორიცხული, რომ რამე მარტივმა საქმემ მეტი სარგებელი მოგიტანოთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.
თხის რქა: ეცადეთ, უმნიშვნელო მოვლენებზე მწვავე რეაგირება არ გქონდეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ ნებისმიერი წვრილმანი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის პირველ ნახევარში, როდესაც ერთ კარგად აწონილ–დაწონილ გადაწყვეტილებას რთული სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნება შეუძლია. საღამო კარგი დროა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, ვისაც გინდათ, რომ მოეწონოთ. თავი ბუნებრივად დაიჭირეთ და შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენთ მათზე.
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2018
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი
მერწყული: მტკიცედ ხართ განწყობილი და შესაშურ მიზანსწრაფულობას ავლენთ. გზაზე ალბათ არ გაჩნდება ბარიერი, რომელიც უკან დაგახევინებთ. არის შანსი, რომ ძალზე გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა მიიღოთ. ბევრი საქმე გექნებათ და ხანდახან რამდენიმე პრობლემის ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ. ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. საღამოს სასიამოვნო მოვლენები, სიახლეები გელოდებათ.
თევზები: დღის პირველ ნახევარში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი. ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს, ადვილად ეგებით პროვოკაციებზე. არის საშიშროება, რომ ვინმემ თქვენი ასეთი მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენოს, ამიტომ იფრთხილეთ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. ბევრ თქვენგანს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები.
ყველა ახალი ამბავი
0