რატომ იღებს საქართველო კრედიტს აზიისგან, ხოლო ევროკავშირისგან ვალის აღებაზე უარს აცხადებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკისგან 100 მლნ დოლარის მისაღებად საქართველომ შეთანხმების პირობები წარმატებით შეასრულა, აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკის კრედიტი 2021 წლის ბიუჯეტშია გათვლილი, თუმცა ახალ კრედიტებს საქართველო მხოლოდ კონკრეტული პროგრამებისთვის აიღებს, განმარტავენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი დაამტკიცა. ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში ADB ხელს შეუწყობს ინსტიტუციონალური რეფორმის გატარებას, რომელიც მიმართულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (GSE) თანამედროვე, ოპერატიულად ეფექტურ და ფინანსურად სიცოცხლისუნარიან კორპორაციულ ორგანიზაციად გარდაქმნისკენ.
აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის კრედიტი დაამტკიცა
ADB-სგან ვალის აღებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან, რადგან რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს კრედიტის მიღებაზე იმ საბაბით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელია და ზედმეტი ვალის აღება ქვეყნისთვის საზიანოა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ 100 მლნ დოლარის მისაღებად წარმატებით შეასრულა შეთანხმების პირობები.
„საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მათ მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად ქვეყანაში განხორციელდა არაერთი რეფორმა. ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ უარი ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე ქვეყანაში მიმდინარე ფინანსურ ვითარებას უკავშირდება, მაგრამ არანაირად – კრედიტებზე საერთოდ უარს.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
საქართველომ შეიძლება უარი თქვას ევროკავშირისგან სესხის მიღებაზე
„მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ვალი ევროკავშირისთვის ამ დროისთვის 133 მლნ ევროს შეადგენს. ეკონომიკურმა ზრდამ აგვისტოში, გასულ წელთან შედარებით, 9,9%-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0